„- ჩემს თვალსაწიერ მომავალში, სადამდეც მე ვხედავ ჩემს ცხოვრებას და პოლიტიკურ მომავალს, მე „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს არ დავუჭერ მხარს, მაგრამ ნამდვილად წავალ იმაზე, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე არ გადავედით და სამართლიანად არ განაწილდა მანდატები, მაშინ მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც ვიქნები მზად იმისთვის, რომ 73 მაჟორიტარული ოლქი გავინაწილოთ ოპოზიციამ და ხელისუფლებას პირველ ტურში მოვუწყოთ მეორე ტური!
- მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ სამი დღის წინ გამოგვიცხადა ზუსტად ის, რასაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ყველაზე მეტად ებრძოდა თავისუფლებისთვის ამბოხებული ხალხი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.
ანუ, საბჭოთა კონსტიტუციის მეექვსე მუხლში წერია: „ერთადერთი ჭეშმარიტი და ხალხზე მზრუნველი პარტია არის კომუნისტური პარტია და ყველა დანარჩენი არის მტერი ბურჟუაზიის გადმონაშთი...“
- უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პრობლემა და სამართლებრივი პრობლემა. შესაბამისად, კეთილი ვინებოთ და ის ხალხი, ვისაც ეს მეშვიდე წელია ცხრა წელს ვახსენებთ, ან გავასამართლოთ, ან სისხლისსამართლებრივი კრიმინალური ბრალდებები მოვხსნათ.
- ან პროპორციულ სისტემაზე გადავალთ და პროპორციულად ისე დალაგდება მომავალი სახელისუფლებო სისტემა, ვინ რა ღირს, ან იქნება ერთიანი ოპოზიციური ფრონტი! არა ერთიანი ოპოზიციური ბლოკი, არამედ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი.
არ შეიძლება ოცნებს და ივანიშვილს ასე დაშანტჟებული ვყავდეთ, რომ როგორც ხმას ამოიღებ, მიშაც ხომ ასე ლაპარაკობს...
რა ჩემი პრობლემაა, ის იდიოტი საიდან რას ლაპარაკობს!“
დავით უსუფაშვილი დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში. 08.02.2019
სრული გადაცემა:
https://goo.gl/rr8nxZ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3