კაი რა დეგა არ დაიღალე ამ მოძღვრობით?
6 წელი ბიჯო 6 წელი ერთი დაიგივეს რო ეუბნები, არ ქნა ესე ნუ შვები, ჩვენ ესე გვინდა და ყველაფერს რო ფეხებზე იკიდებენ ბიჯო ყველაფერს.
ვის ხარჯზე მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში? ლიბერალების?
ოცნება მოვიდა კონსერვატორების ხარჯზე და1 მითხარი რა გააკეთა მათი სასარგებლო, აი ერთი მითხარი?
არც ერთი მათი თხოვნა და მოთხოვნა არ გაითვალისწინეს არც ერთი
ანტიდისკრიმინაციული კანონიდან დაწყებული, ნარკოპროპაგანდით დამთვარებული, ემიგრანტებზე მიტინგები რო იმართებოდა იმის მაგივრად თვალი დაეხუჭათ კიდე აქეთ ხალხს იჭერდნენ, სამაგიეროდ ბარიგების მიტინგს თითი ვერ დააკარეს და აქეთ ბოდიშებს უხდიდნენ და მიშათი გვაშინებ ტო?
ძალიან მარტივადაა რა ყველაფერი, თუ ხალხის ნებას არ ითვალისწინებ, ის წავა მერე არჩევნებზე და ხმას არ მოგცემს, რა პრობლემაა რა ისტერიკებია.
მიშას არ გაუკეთებია ამდენი საძაგლობა მე ვიყო ბოკერია, აი ნაღდად არ გაუკეთებია მაგ კუთხით რასაც მე ვამბობ.
და მეორეც არეულობა იქნებაო და ერთი ამბავიაო, ეს რას ნიშნავს, ესეგი მუდამ ბიძინა უნდა იყოს იმის შიშით რომ არეულობა არ მოხდეს? მასე ეუბნება კიმჩეინი ჩრდილოეთ კორეელებს სხვას კი არაფერს
და მესამე, ვისი ბრალია მერე ქვეყანაში არეულობის საფრთხე როა? ჩემი? ამასაც მე მაბრალებთ მაგის დედა ვატირე?
6 წელი ხალხი ეხვეწებოდა აღადგინეთ სამართლიანობა, გააუქმეთ კანონის დონეზე ნაცმოძრაობა და ყველას მოთხოვეთ პასუხიო.
პასუხად რა უპასუხეს ხალხს? კოჰაბიტაციაო და ეხლა აქეთ კიდე ხალხს ამუნათებთ ომი იქნებაო?
ესეიგი ადამიანს უკრძალავთ თავისუფალი ნების გამოხატვას? ადამიანს აშინებთ თავისუფალი არჩევანი არ გააკეთოო?
მე დავარეგისტრირე ვაშაძე პრეზიდენტის კანდიდატად? თუ რეციდივისტი და ომის საფრთხეს შეიცავდა მისი გაპრეზიდენტება რატო მისცეს უფლება კენჭი ეყარა?
გაქვს ამ ყველაფერზე პასუხი? თუ გაქვს გისმენ ყურადღებით.
მგელი მოდის მგელი მოდისო და სულ მე მომეცით ხოლმე ხმაო

აი ამას ამბობთ თქვენ და მითუმეტეს სულ ფეხებზე კიდიათ ხალხი, მხოლოდ ომის შიშით უნდა ვაძლიოთ ოცნებას ხმა და ყველაფერში რომ ხალხის საწინააღმდეგოდ მიდის, აი ყველაფერში ეგ დიდი ამბავი, გაგებით უნდა მოეკიდოთო.
მე მიშას დროსაც და ბიძინას დროსაც სუფთა ვიყავი და პატიოსნად ვცხვრობდი ყოველთვის, არც იმ დროს მეშინოდა არაფრის და არც ამ დროს მეშინია, ამიტომ მე მაგარი მკიდია მიშა იქნება თუ გრიშა, ვინც ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს ყოველთვის მაგათ წინააღმდეგ მივცემ ხმას, ესაა ზუსტად მოქალაქეობრივი ვალდებულება და არა ის, მუდამ ბიძინას უნდა მისცეთ ხმაო
კიმ ჩეინს შეშურდება ისეთები იწერება, იიიიიიიიი ჩრდილოეთ კორეა

აი ამას შეიძლება უნდა ეშინოდეს კიდეც მიშასი, მაგრამ მე ნაღდად არ მეშინია, წესით არც შენ არ უნდა გეშინოდეს და არც ერთ პატიოსან ადამიანს. თითქოს იქ არ ვცხოვრობდით და ტელევიზორში ვუყურებდით იმ დროს.
თავის თავს დააბრალოს ოცნებამ, და ხალხს ნუ აბრალებენ მიშას მოყვანას, ხალხი თავის გასაკეთებელს აკეთებს და თუ ეს მიშას მოიყვანს დაე მოიყვანოს მაგის დედაც.