მეორე ტური - რატომ დუმს ნათელაშვილი და ბურჯანაძე და რას მოიგებენ ევროპელები
16:07 10-30-20181036
РесурсFacebookTwitterGoogle+
image:
https://primetime.ge/uploads/news/10-2018/0...8d530_thumb.jpgავტორი: ქეთი ხატიაშვილი
შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ - დაუჭერენ თუ არა ვინმეს მეორე ტურში ისინი მხარს ჯერ არ ამბობენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორივე შეთავაზებას ელოდება ან ერთი ან მეორე მხრიდან. მოკლედ, ისე ჩანს, თითქოს დიდი ვაჭრობის სეზონი გაიხსნა. კონსულტაციები დაწყებულია.
თუმცა, ჯერ გაუგებარ მდგომარეობაში არიან ისინიც, ვინც „ფუნდამენტური“, როგორც თავად თქვენს, განსხვავებების მიუხედავად, მხარს მაინც სააკაშვილის პარტიას უჭერს. ნაციონალებს ევროპული საქართველოს ინიციატივისთვის ჯერ არ უპასუხია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საერთო კოალიციური შტაბის შექმნის იდეა მათ დიდად არ ხიბლავთ, ექსპრეზიდენტს ევროპელების ხმები სჭირდება, თუმცა, მათ ლიდერებს, შესაძლოა, დიდად უკვე აღარ ენდობა. ესეც რომ არა, დავით ბაქრაძის მხარდაჭერას ნაციონალები ლოგიკურ ნაბიჯად აღიქვამენ - ბოლო ბოლო მათ მაინც საერთო ელექტორატი ჰყავთ, ბაქრაძეს ვაშაძისთვის მხარი რომ არ დაეჭირა, მათი ამომრჩეველი მაინც ხუთიანს შემოხაზავდა არჩევნებში. სხვა საქმეა გირჩი, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის მომხრეები ახალგაზრდა და თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც არც ნაცების და არც ქოცების ამომრჩევლები არ არიან.
ოპოზიცია სამად გაიყო: ნაცები და ევროპელები უკვე ერთად დადგნენ; უსუფაშვილი და, ფაქტიურად, გირჩებიც, ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ და დუმილის უფლებით აღჭურვილები ჯერ ვაჭრობის მოლოდინში არიან...
პირველი ტურის ისტორია
გიორგი მარგველაშვილის ისტორია დასრულებული არ იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის ისტორია დაიწყო. მაშინაც, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხან თხოვნით და ხანაც მოთხოვნით, პარტია მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას დასთანხმდა. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ „ქართული ოცნება“ ლიდერს არჩევანს უწუნებდა. თუმცა, შეთანხმება შედგა და შედეგიც დაიდო – გიორგი მარგველაშვილმა 63% „პრობის“ ტიტული დაიდგა თავზე. დანარჩენი 5 წელი კი, ჯერ პარტიის ლიდერს და შემდეგ მთლიანად პარტიას, თავისავე არჩეულ პრეზიდენტთან უწევდათ ბრძოლა. ხშირად დაძაბული, ზოგჯერ კომიკური და უშინაარსოც კი. მაგრამ ამ დეტალებს ახლა არ გავყვებით, ეს სულ სხვა ისტორიაა.
ახალი ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში სალომე ზურაბიშვილმა გადაშალა. და როგორც მაშინ, 2013 წელს, პარტიამ ლიდერის ეს გადაწყვეტილებაც გააპროტესტა. ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ურჩევდნენ, რომ ან პარტიული ფიგურისთვის დაეჭირათ მხარი, ან საერთოდ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატს გამოუცხადებდნენ მხარდაჭერას. და პირველად პრეზიდენტების არჩევის ისტორიაში მეორე ტურის აუცილებლობა დადგა, მმართველი პარტიისთვის არამომგებიანი პირობებით. სალომემ ხმების მხოლოდ 38% აიღო.
პარტია, როგორც ჩანს, კარგად ხვდება პოლიტიკურ ლოგიკას, გრძნობს საზოგადოებრივ განწყობებს და იქ ყალიბდება პოლიტიკური გუნდი. თუმცა, ახლა ამ პროცესს სერიოზული დაბრკოლებები გაუჩინა მეორე ტურში რთულად მოგების ალბათობამ. ნებისმიერი სხვა – სერგეენკო, კახიშვილი, წულუკიანიც კი რეალურ შედეგს უკვე დადებდა. მაგრამ არა სალომე ზურაბიშვილი, რომლის დამოუკიდებლობის იმიჯმა პარტიის ამომრჩეველი მაინც პასივში გადაიყვანა. სხვა ფაქტორებს, მათ შორის მის მიმართ რიგ შემთხვევაში უსამართლო და აგრესიულმა კამპანიამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი გამოიღო.
ექსპერტი ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მეორე ტურს მმართველი ძალა მოიგებს თუ არა, ახლა მთავარი ის არის, რა პროცესები დაიწყება „ქართულ ოცნებაში“. მისივე განმარტებით, პარტია შეიძლება დაიშალოს და ამის მიზეზი სწორედ სალომე ზურაბიშვილი გახდება.
ზურაბიშვილის გამო, პარტიაში დაძაბულობა ჯერ კიდევ არჩევნების წინ თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, უკვე პირველ ტურში წაგების შემდეგ კი თავად კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს გაურბოდა. მან იმათაც კი არ გადაუხადა მადლობა, ვინც ბიძინას, პარტიის ან რაიმე სხვა მიზეზით ხმა სწორედ მას მისცა.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ წაგება მხოლოდ სალომეს „დამსახურებაა“. მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებს სწორედ არჩევნების წინ უთხრა, რომ ხელისუფლებაში კორუფციის ნიშნებია; რომ ქუთაისი პარლამენტის, შესაბამისად კი, სერიოზული შემოსავლების გარეშე დარჩება; რომ მარიხუანის კანონს მაინც მიიღებენ; რომ მოსახლეობა ბანკიდან ფულს თავისუფლად ვეღარ აიღებს; რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ ეკლესიასთან შეუთანხმებლადაც კი.
ასეა თუ ისე, მეორე ტური სახეზეა. და მარათონი უკვე ნამდვილ კოშმარს დაემსგავსება. ნაციონალებიც გააძლიერებენ საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას და „ქართული ოცნებაც“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ის „9 წელი“ შეახსენოს.
უკვე გაისმა მმართველი ძალის, როგორც ჩანს, მთავარი სლოგანი – გადავარჩინოთ ქვეყანა ნაციონალებისგან.
თუმცა, ნაციონალების მეორედ მოსვლას სკეპტიკურად უყურებს ლევან ალაფიშვილი. ის ფიქრობს, რომ მეორედ მოსვლა „ქართულ ოცნებას“ უფრო დაუდგება, ვიდრე ქვეყანას.
„გამორიცხულია, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა. გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაშიც კი ეს გამორიცხულია. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ მოქალაქეობას ვერ მიანიჭებს. აქ ახალი რეგულაციები შემოდის, აღმასრულებელი ხელისუფლება შეწყალებულ სააკაშვილს მოქალაქეობის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად, რევოლუცია არ შედგება. ეს ჩავლილი მატარებელია“, – ამბობს ალაფიშვილი.
თუმცა, ნაციონალები კონსტიტუციის ან ახალი რეგულაციების გზით სიარულს, ვფიქრობ, არც აპირებენ. მათი მთავარი ინტერესი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, მაშინ მთავრობაც შეიცვლება და სააკაშვილიც მიღებს მოქალაქეობას.
თუმცა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარლამენტში უმრავლესობაა საჭირო – მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ნებისმიერი მიზეზით დააყენოს მთავრობის უნდობლობის საკითხი. პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული კრიზისი კი შეიძლება გახდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი.
კონსტიტუცია არ ავალდებულებს უმრავლესობას, დაასახელოს ის პირობა, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს. შესაბამისად, მიზეზი შეიძლება გახდეს იგივე მარიხუანის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტი პარლამენტში მთავრობამ შეიტანა და არ გაუწვევია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს უკვე დაუპირისპირდა. მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფრაზაც, სადაც საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. უმრავლესობამ შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი და მთავრობა რუსეთს ეთამაშება ან მასთან ფარულ გარიგებაშია. ძველი კონსტიტუცია მხოლოდ მთავრობის ვერდაკომპლექტების ან ბიუჯეტის ვერმიღების შემთხვევებს ცნობდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძვლად.
ისევ მეორე ტური
მანამდე კი მეორე ტურის შედეგების მოლოდინი 2 დეკემბრამდე გასტანს, სწორედ ამ დღეს ელოდებიან არჩევნების დანიშვნას. „ევროპულმა საქართველომ“ უკვე გამოაცხადა, რომ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. დავით ბაქრაძემ ეს განცხადება პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გააკეთა. მეორე დღეს „გირჩების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ხმას პერსონალურად დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა, თავის ამომრჩეველს იგივესკენ არ მოუწოდებს.
არჩევნების მეორე დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია განმარტა:
„სამი წელია, „გირჩი“ არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში, „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. „გირჩის“ ოფისშიც კი, არასოდეს არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ. არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას, ამიტომ ნუ შემე...ით. აზრი არ აქვს. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ: ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი.
ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან.
მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ამ ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი და, რომლის არჩევის შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს.
ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს, ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ: 1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია. 2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა. ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც ითქვა, განიხილება 2020 წლის პლატფორმის დეტალები. საინტერესოა, როგორი იქნება „ევროპელების ჩართულობა“ მეორე ტურის ან კონსულტაციების თემებში. მათ გაუხსნიან შტაბის კარს თუ არა, ისინი გრძელვადიან პერსპექტივაზე მოილაპარაკებენ თუ არა.
თუკი „ევროპელები“ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ნაციონალებს დაუკავშირებენ, მაშინ ცხადია, სააკაშვილი მათგან, პირველ რიგში, პარტიის გაუქმებას მოსთხოვს, როგორც ეს 2004 წელს ზურაბ ჟვანიასგან მოითხოვა. ამიტომაც ექსპერტების უმეტესობას უჭირს იმის დაჯერება, რომ „ევროპელები“ საკუთარ პარტიაზე უარს იტყვიან.
ექსპერტებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორ შეეცდება მეორე ტურში პოზიციების გამყარებას მმართველი ძალა. პრორუსული პარტიები ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტულ შეთავაზებებს ელიან. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, დიდი ვაჭრობა მოსალოდნელი არ აირს.
Read more at
https://www.primetime.ge/news/1540901227-%E...scpxhqhZRkIE.99
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3