ცხვირწინ უყრიათ ყველანაირი ფაქტები ამ რუს ტიპზე, მარა მაინც ეხუტებიან (მათ შორის თავისი შეუხედავი პირით რომ იძახის)
მარა რა აზრი აქვს
ლექს-სენის პატრიოტული რეპების მსმენელები არიან ..... ცოტა წამოიზარდნენ პროსტო
--------------------------------------
სანაკოევი გახსოვთ ? მაგის ძმას ტელევიზია რომ გაუხსნა მიშამ და ომის მერე რომ გაირკვა რომ ტიპი დანომრილი აგენტია
შიზოფრენია რა
მასალა არხივიდან:
2011-01-15 სანაკოევმა აგენტობა აღიარა
ამ კვირაში ვლადიმერ სანაკოევმა სალაპარაკო თემა გაუჩინა ჩვენს ოპოზიციას, რუსულ გამოცემაში მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ ის არის რუსეთის აგენტი.
ჩვენმა ხელისუფლებამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ნაციონალებმა თქვეს, ჩვენ გიჟების ნაბოდვარზე კომენტარებს არ ვაკეთებთო, არადა სანაკოევთან დაკავშირებით ადრე სხვა რამეებს ამბობდნენ.
სანაკოევმა ჩვენი ოპოზიციის გარდა კოკოითის გარემოცვაც აალაპარაკა. განსაკუთრებით ბორის ჩოჩიევი გამწარდა, რომელსაც ცოცხალი თავით არ სჯერა, რომ სანაკოევი რუსეთის აგენტი იყო.
- ზღაპარი, რომელიც ვლადიმერ სანაკოევმა მედიაში გამოაქვეყნა, ბოდვაა. მას ტყუილად ჰგონია, რომ ამ ზღაპრებს დაუჯერებს ოსი ხალხი, რომელსაც მან უღალატა. დარწმუბეული ვარ, სააკაშვილს რომ გეგმა "სუფთა ველი" შეესრულებინა, სანაკოევი და მისი ბანდა სულ სხვა სიმღერას იმღერებდნენ, - განაცხადა ჩოჩიევმა.
მისივე თქმით, სანაკოევს პასუხისგება მოუწევს "ღალატსა და სააკაშვილის რეჟიმის ბანდაში მუშაობისას ჩადენილ ბევრ სხვა რამეზეც".
- დღეს "აგენტის" სახელს ამოფარება სასაცილოა. პირადად ჩემთვის გაუგებარია ჩვენი ქვეყნის ზოგი სამსახურის, უწყების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების დუმილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ სანაკოევი და ძმები ქარქუსოვები თავისუფლად არიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, - განაცხადა ჩოჩიევმა.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, ყოფილი მრჩევლის და პროექტის "კოკოითი ფანდარასტ" ხელმძღვანელის, ვლადიმერ სანაკოევის რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებს.
"ირონის" აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ. რომლის თავმჯდომარეც სანაკოევია, ოღონდ დიმიტრი. "ირონი" ამ დიმიტრის მრჩეველი იყო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ სანაკოევმა 2005 წელს მართლაც მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და 2006 წლიდან უძღვებოდა გადაცემას ტელეკომპანია "ალანიაზე", 2007 წლიდან კი იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის მრჩევლი. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ის გათავისუფლდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას რუსეთის ფედერაციის ქალაქ სოჭში.
მათივე განცხადებით, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ სანაკოევი პირადად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლების უამრავ პროექტში, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართველი და ოსი ხალხის შერიგებისკენ და კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რაც უდავოდ საინტერესო იყო რუსული სპეცსამსახურებისთვის.
- ადამიანურად ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომელი და თანამოაზრე იმყოფება რუსეთში მძიმე პირობებში, ეს იწვევს ჩვენს წუხილს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან სანაკოევს ისევ ჩავთვლით ჩვენს თანამოაზრედ, რომელსაც უდავოდ სურდა საქართველოს ტერიტირიული მთლიანობის აღდგენა და ისევ ერთგულია იმ იდეისა, რომელიც ქართველ და ოს ხალხს შორის, ძმური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენას ეხება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სანაკოევის ვითომდა "ჯაშუშობასთან" დაკავშირებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მესამე პირის სიტყვები ძნელად დასაჯერებელია, რომლებიც მოყვანილია ინტერნეტ გამოცემის მასალებიდან, - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=4&y=2011&art=964
This post has been edited by Choncxis mzera on 2 Nov 2018, 01:08