ingfari
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13115
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
|
#53714705 · 3 Nov 2018, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Internet_Contraband @ 3 Nov 2018, 04:07 ) | 1.რას მეკითხები ახლა რომ სამოქალაქო ომი მოხდენილია თუ არა მოქალაქეების მიერ? სამოქალაქო ომი იმიტომ ქვია რომ მოქალაქეების ომია. რა კატაკლიზმებზე უბნობ?
2.მერე ის იმით რომ ამბობ - არანაირი პასუხისგმებლობა არაა, ხალხის ბრალი არაა ჭაობში ცხოვრებაო - ხალხის ბრალია 100% ით თუ არა 90% მაინც, დანარჩენი 10% კაი ჰა - რუსეთმა გიჩიჩხინა.
3.სსრკ-ს პერიოდში ყველა რო მუშაობდა იმიტო ჰქონდა ყველას პენსია და აი სსრკ-ს მერე პერიოდში თითქმის არავინ რომ არ მუშაობდა და მაინც პენსია აქვთ - მაგას გეუბნები.
4.მაგაზე არც გეკამათები, 75 წლის ბაბუასთვის პენსია იქნება, ჰო მარა მე აღარ მინდა რა აღარ მაინტერესებს ეს პენსია ამოვიდა ყელში ბიჯო 33 წელია მარტო ეგ მესმის - პენსია და სოციალური დახმარებები
5.არანაირი მომავალი აღარ არის ამ ქვეყანაში, არანაირი ნათელი წერტილი, ეგ პენსიაც სად მიდის, აიღებენ და შვილიშვილებს აძლევენ, რო მერე იმათმა ან აიფონის განვადება დაფარონ (უკეთესს შემთხვევაში) ან კაი კუშზე შეაგდონ სადღაც, ვიღაცის ჯიბეში.
გამიგე რაზე ვწუხვარ? ტვინი გაიხნა!
მთელი საქართველო აბარია 2-3 ოჯახს გაწი გამოწი, ზოგს მხედრიონელობით აქვს ნაშოვნი (აი იმ დროს "კატაკლიზმები" რო იყო) ზოგი რუსეთში მოიხია იქ იშოვა, ჩამოვიდა აქ ორმაგს აკეთებს (სასწაულებრივად) და დანარჩენი არიან ეს პენსიონერები
მთავრობები კიდე მოდიან და "კარმუშკებს" ქმნიან რა, ლარი უფასურდება? კიდე უფრო დიდ "კარმუშკას" ქმნიან და პენსიონერებს 10 ლარს წაუმატებენ ამ თავიანთ პენსიებზე
და ახალგაზრდობა სადღაცა ჯანდაბაში ჭყავის იქ, ან მონად მუშაობს, ან ცდილობს გააღწიოს ამ პენსიონერების ქვეყნიდან, ნაეძიკარ - ნამხედრიონალი ბიზნესების ქვეყნიდან, ან ორივეს ერთად ჩალიჩობს.
და რა - მარიხუანა რატომ არის აქტუალური თემაო? იმიტომ რომ ყველა დანარჩენი პარტიის იდეა რა არის იცი?
ცოტა მეტი პენსია. |
1.მოქალაქეების მიერ არის მოხდენილი, მაგრამ მასში მონაწილეთა რაოდენობასაც ხომ გააჩნია? სიტყვაზე ესპანეთის სამოქალაქო ომში მთელი ერი ხოცავდა ერთმანეთს, აქ რამდენიმე ათასმა კაცმა უბრახუნა რუსთაველზე და მერე შიგადაშიგ სხვადასხვა ადგილებზე. 90%-ს არც ირიბი არც პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია და ყველა რატომ უნდა დავადანაშაულოთ?
2.არც ეგაა მთლად მასე, კიბატონო ისეთი ხალხი რომ აირჩიეს როგორების გამსახურდია, შევარდნაძე და კომპანიაა დააშავეს. მაგრამ მაგასაც აქვს თავისი ახსნა-სხვა არავინ იყო იმ დროს, მერე კიდევ დამოუკიდებლად ცხოვრების არანაერი გამოცდილება არ არსებობდა. ანუ შეუძლიათ წინა თაობებს გადააბრალონ რომლებმაც 1921-ში დაკარგეს თავისუფლება, ისინი რუსეთის იმპერიას დაადანაშაულებენ, ისინი ვიღაც სხვას და ჩახვალ ასე ზეზვა და მზიამდე. მოკლედ აბსურდია რა მასე მსჯელობა, ბოლობოლო აგერ 27 წელია დამოუკიდებელი ვართ და ბიძინა გვაზის, კაცი რომელსაც არანაერი თანამდებობა არ უკავია, ჩვენ ვის რა უნდა ვუთხრათ?
3.ახლა ვინც პენსიონერია სულ სსრკ-ს მოსწრებული და მაგ დროს მომუშავე ხალხია.
4.ეგ გავიგე, შენ შენ ინტერესი გაქვს, იმას თავისი. ეს უკვე პარტიის საქმეა შენც რაღაც შემოგთავაზოს და იმასაც. არასწორ აქცენტს სვამ რა, მაგის თქმა მინდა, პენსიონერს რაღაცას რომ პირდება და თავაზობს ეგ კი არაა პრობლემა, არამედ ის რომ ახალგაზრდას ვერ აინტერესებს ვერაფრით. ეს პენსიონერების ბრალი არაა ნაღდად. მოხუცებზე საერთპდ რომ აღარაფერი თქვან, ეს რა გგონია ახალგაზრდას ავტომატურად მიიზიდავს?
5.ამ ყველაფერში გეთანხმები. ისე პოლიტიკოსიც ჩვეულებრივი გამყიდველია რა, თავის თავს, პარტიას, იდეებს (თუ აქვს) მაგას თავაზობს ხალხს, როცა ხედავს რომ მყიდველში უმეტესი ასაკიანი ხალხია (ანუ ეს მოდის სულ არჩევნებზე) ცხადია მაგათ პრობლემებზე მეტს საუბრობს. ახალგაზრდა ფეხებზე იკიდებს ხშირად არჩევნებს და ესაა პრობლემა. არა ის რაზეც ყურადღებას ამახვილებთ. პარტიებმა უნდა აბალანსონ პროგრამები საზოგადოების ყველა ფენაზე და არ ჩაიციკლონ რომელიმეზე.
|