უკვე მართლაც აღარ მიკვირს ამ ქოცუკების უტვინობა, რა.
ჯიუტად აწვებიან მაინცდამაინც ციხის ამბებს ყველგან და ყველა კლიპში.
გოიმობაა ეგ უკვე. გავიგეთ, ბატონო და აღვშფოთდით და გადმოვაფრქვიეთ კიდეც ჩვენი ხვაშიადი...
კრიმინალი კი, სწორედ იმ 9 წელიწადში აყვავდა და გაიფურჩქნა ჯერ კიდევ ჩვილ, მოზარდულ ტვინებში
და ახლა გამოვიდა სააშკარაოზე, ამ ზედემოკრატიულ ჟამს, ერთმანეთის ხოცვისა თუ ბანკების ძარცვის სახით...
ხოლო ამას წინ უძღოდა თვალსაჩინო „დადებითი“ მაგალითები ჩვენი მაშინდელი სასიქადულო პოლიტელიტისა,
განსაკუთრებით V-აბრაზნი ტურბოდიზელისა, რომლის ქცევა-მანერის პირად მაგალითებზეც აღიზარდნენ
დღევანდელი პოტენციური თუ კინეტიკური კრიმინალები. ასე იცის „ბუჩქებში ძრომიალმა“, „დისქოთეკის პოლიტიკამ“,
„არ დაუჯეროთ თქვენს მშობლებს“-მა, ოჯახის ღალატმა, ქალებში თრევამ, კაიფში ოფიციოზზე ყოფნამ, „მე მინდამ“...
ცალკე კი მახინჯურმა საგანმანათლებლო რეფორმამ,
როდესაც გამოცდები ისეა გაადვილებული, რომ ყოველ მეორე ოლიგოფრენს უპრობლემოდ შეუძლია უმაღლესში მოხვედრა.
დაანებეთ ამ ციხე-მიხეს თავი, ბოლოს და ბოლოს. ყველაფერი გასაგებია და ერთი-ორი სკეპტიკოსის გარდა,
ყველას სჯერა, რაც იქ ხდებოდა (ღმერთმა ყველა ოჯახს აშოროს...).
მიქაელ მოუდრეკავის მთავარი დანაშაული, ტერიტორიების დაკარგვის გარდა, რა იყო, იცით? --
თავისი არაამქვეყნიური გრიმასებითა და და თანაგუნდელთა არაბუნებრივი, არათვისობრივი მიმიკით,
ასევე არამშობლიური ფრაზეოლოგიით ყოველდღიური იდეოლოგიური ძალადობა ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ადამიანებზე.
იმ ადამიანებზე, რომლებმაც გამოიარეს საბჭოეთი, 90-იანები და უცბად აღმოჩნდნენ სრულიად სხვა, უცხო ქვეყნებში
დატრენინგებულ, ქცევა-მანერებდამხეცებულ და სხაპასხუპ საუბარნაჩვევ ახალგაზრდა მგლების პირისპირ.
თანაც, წარმოიდგინეთ, რომ აკელა საიდანღაც ყურებით მოთრეულ დემოკრატიულ მოდელზე მორგებას უპირებდა...
არ არსებობს ქვეყანათა ისტორიაში ისეთი პრეზიდენტის სიყვარული, რომელმაც ძალისძალად მოახვია საკუთარი
ხალხი ამა თუ იმ დემოკრატიულ მოდელს. ხოლო ის მეთაური, რომელიც მოცემულ მოდელს, პირიქით, ხალხს მოხერხებულად მოახვევს,
სამუდამოდ სასიყვარულოდაა განწირული.
ჰო, აი, ეს ძალადობა იყო ნაცთა არჩივი და სწორედ ამიტომაც იდგა ბოემბერში იმდენი ადამიანი საპროტესტოდ.
მათ ვერ აიტანეს ის ძალადობრივი ყოველდღიურობა...
ხოლო ყოველივე ამას ნაძვის ხის სათამაშოებივით დაემატა ციხე, რეფორმები, მკვლელობები, კორუფცია.
ბოლო წვეთი კი, ჩემი აზრით, არა ციხე, არამედ ტერიტორიების დაკარგვა გახლდათ.
მიშას რომ არ ესულსწრაფა, ყველაფერი ერთბაშად არ მოენდომებინა, გუნდური რენომე უფრო „გაექართულებინა“,
ანუ გაემშობლიურებინა, შეიძლება დღესაც პრეზ... პრემიერი ყოფილიყო...