2012 * * *
2012-ის 21 ოქტომბერი, სააკაშვილის გამოსვლა ქოცპარლამენტში:
„დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ეს არის ერთობლივი განხილვის, დებატების საქმის კეთების დრო“, – განაცხადა მან.
პარლამენტის სხდომას მოქმედი და მომავალი მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გვერდით იჯდა; სხდომას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები.
„ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში“, – განაცხადა მან.
„
მე ვუსურვებ [საპარლამენტო] უმრავლესობას არა მხოლოდ არაფერი არ დაანგრიოს და გააუარესოს, რაც დარწმუნებული ვარ არ სურთ, არამედ შეძლოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მიეცით“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.
„
ხოლო უმცირესობას ვუსურვებ, რომ ჯერ ერთი იყოთ ოპოზიცია, რომელიც მთავრობას დაეთანხმება, როცა მთავრობა სწორია და იქნება კონსტრუქციულ ოპონირებაში“, – განაგრძო მან, „მაგრამ იქნება აბსოლუტურად მოუსვენარი და შეურიგებელი, როცა არ ეთანხმებით და როცა თქვენი პოზიცია გაქვთ, მაგრამ იმ პირობებში, როცა არასდროს არ იქნებით თქვენი ქვეყნის ოპოზიცია, არ ისურვებთ, რომ კრიჭაში ჩაუდგეთ თქვენ ქვეყანას, არ გაგიხარდებათ ქვეყნის მარცხი“.
https://civil.ge/ka/archives/151018 * * *
პრეზიდენტმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა16/10/2012 - 15:54 ახალი ამბები 7 Views
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
https://civil.ge/ka/archives/150999
https://civil.ge/ka/archives/150939 * * *
https://civil.ge/ka/archives/150937 This post has been edited by ტერა on 5 Nov 2018, 18:25