მაინც რაში გამოიხატა ეს?
კაცი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რაც მის მოვალეობებში შედიოდა ყველაფერს ნორმალურად ასრულებდა, არაღიარების მხრივ კი ნამდვილად მაქსიმალურად იმუშავა.
ჰო ახლა მეტერნიხი და ტალეირანი არ არის, მაგრამ რასაც ინფუზორიები აბრალებენ ტვ ნაძეჟდადან ამის გამეორება ტეხავს.
სალომე ზურაბიშვილზე ფაქტები გვაქვს: ომის დაწყების საქართველოსთვის დაბრალება, წითელუბანში ბომბის ჩვენ მიერ ჩამოგდება, მისი ციტატების ჰააგაში რუსეთის მიერ წაღება, ყველაზე ცუდი რაცაა და ნაკლები ყურადღება ექცევა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაბრალება (ეს კატასტროფაა, ომის დაწყებაზე ბევრად უფრო საზიანო).
მერე რა რომ ეს სსრკ-შო დაიბადა და ის საფრანგეთში? რა ვქნათ საფრანგეთში რამდენიმე ასეულ ქართველს ეღირსა დაბადება, აქედან ემიგრირებულების შთამომავლებს, ხოლო მილიონობით ქართველი აქ დარჩა, მათი შთამომავალი იქნებით თქვენც.
"საქმემან შენმან, წარმოგაჩინოს შენ" ხომ გაგიგია?
არა თუ ზოგადად სსრკ-ში დაბადებული და კარიერაგაკეთებული ხალხის მოწინააღმდეგე ხართ, დაგეთანხმებით კიდეც, მაგრამ ქოცებში მაგეთი ხალხი კონა შაურადაა და იმათზეც ისაუბრეთ მაშინ.
ისე მაინტერესებს, აი ტიპი დაიბადა საბჭოეთში, თუ დიპლომატობა არ შეიძლება(საბჭოთაა და როგორ?), თუ ოფიცრობა არ შეიძლება (წითელ არმიაში როგორ უნდა იმსახუროს?), თუ არც მეცნიერობა შეიძლება (საბჭოთა კავშირის სამსახურში მყოფი მეცნიერი როგორ უნდა იყო?), არც სპორტსმენობა (აბა სსრკ-ს როგორ უნდა გაუთქვა სახელი?).... მაგ ლოგიკით, თოხის და ბარის ბაყუნის მეტი ქართველს იმ დროს არაფერი უნდა ეკეთებინა?
გასაგებია რომ ჩვენი ერის ტრაგედიაა, სხვის სამსახურში რომ უწევდათ ქართველებს ყოფნა, მაგრამ რა ვქნათ ეგაა ჩვენი სამწუხარო ისტორია. იმ ხალხის ბრალი არაა ვინც მაგ დროს დაიბადა...