#53751867 · 9 Nov 2018, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვა კაკო ზოიძემ რომ პენსია უნდა იყოს 500-600 ლარი. ასე ჯობია საუბარი, თქვა რომ ამდენი უნდა იყოს მაგრამ არ მაქვს, ვიდრე როგორც ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი იძახის 180 ლარია ახლა 20 ლარი დაემატება, 200 გახდება და მეტი რა გინდათო. ამიტომაა რომ თუ ვინმეს უსმენს ხალხი მთავრობიდან ეს ზოიძეა და რომან კაკულია იმიტომ რომ სისულელეს არ ლაპარაკობენ და ხალხს არ აღიზიანებენ ჯიბრით და ცინიზმით.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს ამასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა ჩემს მეგობართან რომელსაც ამერიკის-ს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ეკონომისტია და სწავლობდა ამ საკითხს და ასეთი რამ მითხრა რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 340 ლარიო, ეს იყო წინა წელს 2017-ში, ახლანდელი მონაცემები არ ვიცი.
|