ძალიან მარტივი შეკითხვა მინდა დავსვა:
როგორ ახერხებენ სომხები თითქმის ყოველთვის ჩვენზე მეტი მშპ-ს ზრდის ქონას?
როგორ? რა ხერხებით? რა ჯადოქრობაა მასეთი?!
აგერ მსოფლიო ბანკის მონაცემები, მწვანე სომხეთია, ლურჯი საქართველო. 1993-2017 წლის მონაცემებია.
https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP...E-AM&start=1993ყველაზე მეტად გამაოცა იმან რომ 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი ზრდა ჰქონდათ სომხებს, ჩვენ კიდევ ამ დროს შევარდნაძის კორუმპირებულ ჭაობში ვიხრჩობოდით.
მაგალითად:
1998 წელი - საქართველო 3.1%; სომხეთი 7.3% (ორჯერ მეტი!)
1999 წელი - საქართველო 2.8%; სომხეთი 3.3%
2000 წელი - საქართველო 1.8%; სომხეთი 5.9% (სამჯერ მეტი!)2001 წელი - საქართველო 4.8%; სომხეთი 9.5% (ორჯერ მეტი!)
და ყველაზე მაგარი ესაა:
2002 წელი - საქართველო 5.4%; სომხეთი 13.1% (თითქმის სამჯერ მეტი!)ანუ ჩვენ 5%-მდე ძლივს ავედით, ეგენი კი ორნიშნა ზრდაზე იყვნენ ამ დროს გადასული.
არ გამიკვირდება, თუ ვარდების რევოლუციაც სწორედ დიდწილად ასეთმა ეკონომიკურმა დისბალანსმა გამოწვია.
მერე 2003-2007 წლებში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამდენი რეალური რეფორმისა და კორუფციის მოსპობის მიუხედავად, ცოტა კი წამოვეწიეთ, მაგრამ მაინც ვერ გავუსწარით!
2008 წლის შემდეგ უფრო ჩვენ ვუსწრებდით, ისიც ძლივს, მაგრამ ახლა 2017 წელს ჩვენი ზრდა სადღაც 4.9% იყო, სომხებთან კი 7.5%!
2018-ის რევოლუციისა და ფაშინიანის მიერ გამოცხადებული ანტიკორუფციული კამპანიის შემდეგ არ გამიკვირდება უფრო მეტიც დადონ.
ხოდა რა ხდება რას შვებიან ეს სომხები ასეთს, ვინმე ახსნის ნორმალურად?!
ამას იმიტომ ვკითხულობ რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ფაქტობრივად ბლოკადაშია მოქცეული თავისი ორი ყველაზე დიდი მეზობელის - თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან. მეზობლებიდან ვაჭრობს მხოლოდ ჩვენთან და ირანთან, ამ უკანასკნელთან ერთი კინკილა საბაჟო პუნქტის გავლით. ამავდროულად ქვეყანა რეალურად არაფერს არ აწარმოებს, არ აქვს არანაირი ინდუსტრიული ბაზა.
კი ბატონო აწარმოებს მოლიბდენს, აქვს ცოტა ოქრო, ცინკი, ტყვია და სპილენძი, მაგრამ მასე ჩვენც გვაქვს საკმაო რაოდენობის მანგანუმიც, სპილენძიცა და ქვანახშირიც. ამას დავუმატოთ რომ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, გვაქვს ფოთისა და ბათუმის პორტები, რაც ეკონომიკის განვითარებისათვის არის უდიდესი პლიუსი!
მესმის რომ სომხებს ლობი აქვთ სერიოზული, ისიც რომ ქართველი მიგრანტებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობა უცხოეთში საქურდავად და გასაძარცვად მიდის, სომხები ემიგრაციაში თეთრს თეთრზე დებენ, საკმაოდ კარგ ბიზნესებს აწყობენ და შემდეგ ძალიან სერიოზული თანხებით ეხმარებიან სამშობლოს. ისიც ვიცი, რომ დიდი ხნის განმავლობაში სომხური ეკონომიკის ფლაგმანი ემიგრანტი ბიზნესმენებისგან დაფინანსებული სამშენებლო ბუმი იყო, რომელიც 2008 წელს გასკდა, მაგრამ რეალურად ჩვენთანაც იგივე მოხდა, ეს მახინჯი ნაცრისფერი კორპუსები რომ წამოჭიმეს შუა თბილისში.
https://www.imf.org/external/country/arm/rr/2011/112811.pdfაქ ვკითხულობ მარტო ეკონომიკაზე და არა სტრუქტურულ თუ სხვა რეფორმებზე!
თვით ის ფაქტი, რომ აქამდე სომხებმა ვერანაირი დიდი სტრუქტურული რეფორმა ვერ გაატარეს, ყოველ შემთხვევაში ისეთი არაფერი რაც ჩვენს მცირე კორუფციის თითქმის სრულმასშტაბიან აღმოფხვრას შეედრებოდა, მაგრამ ამ დროსაც კი მაინც როგორღაც ახერხებდნენ ჩვენზე მეტი ზრდის ქონას, მაფიქრებინებს რომ ახლა ფაშინიანების მოსვლის შემდეგ პირწმინდად გადაგვისწრებენ ყველანაირ სფეროში!
აი დაფიქრდით რეალურად მცირე დონის კორუფცია ჩვენთან 2004-2006 წლებში მოისპო, მაგრამ სომხეთში დღემდე გრძელდებოდა. და ამის მიუხედავად მაინც ახერხებდნენ ჩვენზე მეტი მშპ-ს ზრდის დადებას. წარმოიდგინეთ 2003 წელსვე რომ მოესპოთ კორუფცია სომხებს და თან სხვა რეფორმებიც რომ გაეტარებინათ, ახლა სად იქნებოდნენ, ალბათ უკვე ბულგარეთს დაეწეოდნენ.
ჩვენ, ჩვენ რას გავაკეთებდით? ან ახლა რას ვაკეთებთ? რას დაემსგავსა ეს უბედური ქვეყანა?
* * *
ხო მაგრები ხართ, ეს თემა ჩაძირეთ და ნათია კობერიძეს სექსი უნდა თუ არა, ეგ განიხილეთ.
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997