https://palitranews.ge/video/kakha-kaladze-...khit-anatsvlebs=========================================
კახა კალაძე : „სამწუხაროა და ამაზრზენიც, შეიძლება უტიფრობაც ვუწოდოთ"...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტების ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულების. მისი თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადება ზოგიერთმა ჟურნალისტმა და მედიასაშუალებამ დაამახინჯა, რაც მიუღებელია.
„სამწუხაროა და ამაზრზენიც, შეიძლება უტიფრობაც ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოებისა და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. გამოტანილი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვისხით. როგორ შეიძლება, არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ ვიცი.
მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორული, ამიტომ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.
მერიას არანაირი პრეროგატივა არ აქვს კარვის დადგმაზე ან ნებართვა მისცეს, ან უარი უთხრას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონის ფარგლებში, ზაზას ჰქონდა შემოტანილი წერილი და კანონის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ უპასუხა. მან შემოიტანა ცნობა, რომ აპირებს, დეკემბრის ბოლომდე განახორციელოს პროტესტი. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო განცხადება, შეგიძლიათ, ეს ტექსტიც ნახოთ, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით რომ არ მოხდეს გაურკვევლობა, დედაქალაქის მერიას აქვს ღონისძიებები დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთი არის ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ეს ტრადიციულად ხდება", – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ აქციის პარალელურად, საახალწლო ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა რაიმე სახის დაპირისპირება მოხდეს.
„არ მინდა, რომ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის. ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია მოაწყოს, ჩვენ უნდა ავიცილოთ ყველაფერი თავიდან. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა კალაძემ.
ზაზა სარალიძემ, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიას, აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით მიმართა, წერილი მიიღო. როგორც შვილმკვდარმა მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერია მას სთხოვს, რომ შეცვალოს აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.
Read more at
https://primetime.ge/news/1541842719-%E1%83...bCoXFb5hhx14.99 This post has been edited by Choncxis mzera on 11 Nov 2018, 01:48