არ ვიცი, არ დამიწყია კვლევა-ძიების ჩატარება.
ყველას ბოდიშს გიხდით, პირველ რიგში თემის ავტორს, თუ მე გავიგე რამე არასწორად.
პირველად 29 იანვარს მომწერა, მთხოვა, იქნებ ჩემს თემაში დაპოსტოთო.
მეთქი ახლა ალბათ ვერ შევძლებ დახმარებას, კვირის ბოლოს ხელფასი ჩამერიცხება და აუცილებლად დაგეხმარებით-მეთქი.
აი ზუსტად ამ კვირაში მჭირდება სრულად მოგროვებაო. ვიცოდი ამ თემის შესახებ, ადრეც მქონდა გადარიცხული მცირედი თანხა.
30 იანვარს დაწერა, მხოლოდ 90 ლარი დარჩა ასაგროვებელიო.
ვიფიქრე, მეთქი იქნებ როგორ უჭირს ადამიანს ან სასწრაფოდ რამე მედიკამენტები აქვს საყიდელი.
მე თვითონ მოვუგროვე 90 ლარი და გადავურიცხე სრულად, რომ აღარ დასჭირვებოდა სხვების შეწუხება.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ყველა ვარიანტში უნდა დაჯდომოდა თანხა, მაინც აგრძელებდა ხალხი ამ თემაში პოსტვას.
მე არც ვაპირებდი გამოხმაურებას, არც მქონია სურვილი. მეთქი იქნებ რამე შეცდომა მოხდა, ან რაღაც შეეშალა.
თავად, თვითონ მომწერა დღეს უკვე მესამედ და მეც ეჭვი გამიჩნდა. თავს უფლება მივეცი, დამეპოსტა და დამესვა კითხვა.
თუ მართლა ასე უჭირს ოჯახს, კაცო ხელისუფლება რატომ არ ეხმარება?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)