რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება პასუხი არ ვიცი მარა, მაინც გაგიზიარებთ

რუსეთს რა უღიარებია და რა არა, ეს მისი "დერჟავნიკული" პოლიტიკის ნაწილია. რუსეთი არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. და არც მისაბაძი მაგალითი.
მაგალითად შეგიძლიათ მოიყვანოთ გერმანია, რომელმაც აღიარა კონკრეტული პიროვნებების დანაშაულებრივი ქმედებები და ამას არ გადააყოლა ქვეყანა.
ანალოგიას კი არ ვახდენ, ღმერთმა დაგვიფაროს

და არც მაინცდამაინც ფაშიზმთან ვაიგივებ ნაცმოძრაობას. არა, თავად აღიარების ფაქტი, კონკრეტული პიროვნებების, დანაშაულებრივ ქმედებებზე, აპრიორი ქვეყნის ღალატს არ ნიშნავს მეთქი, ამის გადმოცემას ვცდილობ

საერთაშორისო სამართალი , რუსეთის არ აღიარებებს ყურადღებას ვერ მიაქცევს, ის ეყრდნობა გამოძიებულ ფაქტებს, და ამ ფაქტებიდან გამომდინარე არქმევს მოვლენებს თავის სახელს.
რაც შეეხება "რატო ავტეხეთ ყვირილი"-ს:
რ2 პარტიულ ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ის იცავს და ლობირებს კონკრეტულ პიროვნებებს.
მათთვის ზურაბიშვილი ამ მოცემულობაში, არის მტერი. და ყველანაირი მეთოდით აშავებენ, წივიან და კივიან.
ყველა ის ინტერპრეტაცია, რომ მოვაშოროთ, რასაც რ2 მიმართავს, ზურაბიშვილის ფრაზებში, კონკრეტულად სააკაშვილის მწვავე კრიტიკაა და არა ქვეყნის ღალატი . (პრინციპში ეს ნაცმოძრაობისთვის ერთიდაიგივეა

). ეს ყველაფერი დევს უკვე განხილულ საქმეებში და რუსეთს ოკუპანტის სტატუსი დღემდე მაინც აქვს

რაც შეეხება იმ "საფრთხეს", რომ პრეზიდენტის რანგში ეს ფრაზები სხვა ძალას შეიძენს , ესეც პროპაგანდისტული ბლეფია.
პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, იყოს პოლიტკორექტული და გამონათქვამები ჩამოაყალიბოს ისე, რომ სამართლებრივად არ მიეცეს ინტერპრეტირების საშუალება.
ჟურნალისტი როგორ ინტერპრეტაციას მისცემს მის გამონათქვამებს, ამას საერთაშორისო სამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
თქვენ თუ იმ "აზრს" იზიარებთ რომ ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გამოვა ინიციატივით, რომ რუსეთს ოკუპანტის სტატუსი გაუუქმდეს, სასაცილოა, მაგ ფრაზის დამთავრებასაც ვერ მოასწრებს ისე შეჭამს ხალხი