ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტოია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების.
ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წაყროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გურჯებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გერემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული.ოსები ვალდებულნი არიან ზენეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვრიფას საუჯნეს თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც.
ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ როგორც ჩვენთვის საცოდნელათ ისევე ჩვენ მეზობელ მეტერთათვის.
როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნის დამლევს, ოსებს მეურნეობა ძრიელ სუსტად სცოდნიათ, თვით პურის თესვაც კი არა სცოდნიათ, მათში თურმე მარტო ქერს სთესავდნენ და ისიც როგორც მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესავდნენ ქერს.
ამ გვარად მეხუთმეტე საუკუნეში, კარგად სჩანს, რომ ოსებში მარტო ქერი მოდიოდა, ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ.
მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, 1580 წლიდან, ქერის მოსავალმა გამუდებით სასტიკად იკლო. ქერი თითქმის სულ აღარ მოდიოდა, ამ უბედურების მიზეზი ის იყო თურმე, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე. ამ უბედურებამ, რაც ოსების ერთი ნაწილი ერისა და დიდს განსაცდელში ჩააგდო.
ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სმიშილობას, ქართელი მემატიანე ასე აღნუსხავს: «1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი».
ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს და მრავალი გაწყდა. იგივე მატიანე ამბობს, რომ მკვდრები დაუფლელნი დარჩნენ.
ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ამ დამშეულ ოსებმა იწყეს აქეთ იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით, ასეთის დამშეულის ოსების ერთი ნაწილიგადასახლდა შაირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში.
გარდახვეწილნი ყველგან მიეცნენ მათხოვრობას, მაგრამ შვონით კი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი, სადაც ოსები ბევრს ვერისფერს შოულობდნენ, შოულობდნენ იმდენს, რაც მარტო მათ ჰყოფნიდათ იქვე დღიურად და შინაურთათვის წასაღებით კი აღარა რჩებოდათ-რა, ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ. ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები მათხოვარ ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სვხა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა და მათხოვრობა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო მათხოვარ ოსებით. ყველა სოფელში მუდამდღე ოსის რამდენიმე მათხოვარს მხარზედ გუდა ეკიდა, ხელში პარკი და დაიარებოდა და მათხოვრად. ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათის სიგლახაკის და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლის და გლახაობის, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველვე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე:
რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი.
ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ, ოსების გადმოსახლების დროს, ქართლში, თან სულ არასფერი მოჰქონდათ და თითქმის სულ ცარიელ-ტარიელები მოდიოდნენ: ფეხშიშველი, ტანშიშველიც კი, თავშიშველი, ერთი სიტყვით ყველა ოსი იყო ჩავარდნილი წყალ-წაღებულს მდგომარეობაში.
გადმოსახლებულ ოსებს არ ჰქონდათ ლოგინი, ტანსაცმელი, ბარგი, ჭურჭელი, არ ჰყავდათ საქონელი და ფრინველი. დღიური პურის ლუკმაც კი არ გააჩნდათ თურმე. ოსებმა მიმართეს სიმონ მეფეს და დახმარება სთხოვეს. ამ მეფემ ინება და ქართველთ თავადაზნაურებს დაავალა ოსების დახმარების მიცემა. ამ დროს, ოსებს დაეხმარა ის გარემოება, რომ სიმონ მეფემ ქალაქი გორი ოსმალებს წართვა და ამიტომ უფრო ინებეს ოსების დახმარება. ოსებს ქართლის თავად-აზნაურებმა აი როგორც და რითი დაუწყეს დახმარების აღმოჩენა.
გადმოსულ ოსებს მიუჩინეს სახლის გასაკეთებელი ალაგი, სახლისთვის ასაშენებელი ხე-ტყე და სხვა მასალაც. საქმე ისე მოეწყო, რომ მოკლე დროის განმვლობაში, ოსების გადმოხვეწილებს ყველას გაუკეთდა თავის საკუთარი ქოხები, რადგანაც ოსებს არა ჰქონდათ დღიური საზრდო, ამიტომ ეს საზრდო მათ მისცეს ქართლის თავად აზნაურება, არ ჰქონდათ სათესათ ქუერი და პური, ესეც მისცეს თავად აზნაურებმა, რომელთა მამულებზედაც ოსები ხიზნად დასახლდნენ, არ ჰქონდათ ბარი, ნიჩაბი და სხვა იარაღი, ესეც ქართველებმა მისცეს.
მაგრამ საქმე მარტო ასეთის დახმარებით არ გათავდა, ასეთ დიდს დახმარებას გარდა ოსებისათვის საჭირო იყო სხვა დახმარების აღმოჩენაც, რაც თავს იდვა ქართლის გლეხობამ. ზოგ გლეხ კაცის ოჯახმა ოსებს აჩუქა ტანთსაცმელი, ზოგმა ლოგინი, ზოზმა ფარგადი, ზოგმა ჭილობი და სხვა ასათებიც.
ზოგმა მისცა ჯამ-ჭურჭელი, ზოგმა კოკები, ლიტრები, ქვაები და ასეთი საჭიროვბანი. ქართლის გლეხები დაეხმარნენ ოსებს აგრედვე შინაური საქონლით და ფრინველით. ზოგმა ქათაი აჩუქა, ზოგმა ბატი, იხვი, ინდოური, ზოგმა ცხენი, ზოგმა ძროხა, ხარ კამეჩი, თხა, ცხვარი და სხვაც კიდევ ასეთნი.
ზოგმა ამბა აჩუქა ნართი, სოფლის ფეიქრაიც დაჰპირდა მუქთათ მოქსოვას ასეთის დახმარებით, ქართველებმა ოსები ფეხზე დააყენეს, ასე და ამ გვარით, ქართლის სოფლებში მოშენდა და შეიქმნა ოსთა გლეხთა მოსახლეობა. ეს აღორძინების ხანა უწევს მე-16 საუკუ. დამგედს. ასეთის დახმარებით ოსები მოშენდნენ და სოფლებში ფეხი გაიმაგრეს. ოსები რომელნიც ქართველებთან კარგად მიეცნენ ცხოვრებას და ამათ მალე დამსახურეს ქართველთ სიყვარული და თანაგრძნობათ. ამიტომ ქართლის გლეხები ოსებს ეხმარებოდნენ ყანაში მუშაობისთაც. მალე საქმე ისე მოეწყო, რომ ოსებმა ქართლის გლეხებისაგან ისწავლეს პურის და მის მოყვანაც, ისწავლეს მებაღებაც კი, ნამეტურ ვაზის გამრავლება და ღვინის დაწურვაც, რასაც ოსები თვითაც ერთობ კარგად ეწყობოდნენ.
მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი მყობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო.
ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არგვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვაყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას.
ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სხცოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ.
დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სვხაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვრულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართელებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის აბმათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან.
იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არაას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგელოდ ჩაუდენიათ ხოლმე.
1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.
1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.
1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.
1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.
1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.
1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს.
1634 წ. ოსები შეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს.
1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს, მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები.
1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ.
ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს.
სრულად
http://www.amsi.ge/istoria/div/osebi.htmlhttps://ka.wikipedia.org/wiki/ოსები This post has been edited by СAФO on 13 Nov 2018, 14:18