ქართველები გარუსდნენ რადგან:
რუსეთში ქართველები გაექცნენ სიღატაკესა და შიმშილს.
რუსები არიან ქართველებზე მდიდრები.
რუსული სახელმწიფო არის ძლიერი, მმართველობის ერთადერთი ნაცნობი ფორმა კი - აღმოსავლური დესპოტია.
რუსული სახელმწიფო ეწევა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას.
ამიტომ რუსეთში მყოფი ქართველების უმეტესობა იძულებულია, რუსებს დაემორჩილოს ან სულაც - გარუსდეს.
აქ ჩამოსული რუსების, ირანელებისა და თურქების შემთხვევაში კი ხდება პირიქით:
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაღარიბებულია.
ძლიერი სახელწმიფო ინსტიტუტების ნაცვლად გვაქვს "სარდაფი" და "კოლექტიური ფარცხალაძე".
ჩამოსულ ადამიანებს ზურგს უმაგრებენ სახელმწიფოები, რომლებიც ეწევიან ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, მმართველობის ფორმა კი არის აღმოსავლური დესპოტია.
და რაც მთავარია: ჩამოსულები არიან არა ღარიბები, რომლებიც გროშების გამო ყველაფერზე მოაწერენ ხელს, არც მდიდარი ოლიგარქები, ვისთვისაც ეროვნულ საკითხი გასაყიდი საქონელია (ასეთები ისედაც საკმარისზე მეტი გვყავს), არამედ საშუალო შეძლების ადამიანები და თანაც ბევრნი, ანუ საზოგადოების მთელი ფენა, რომელიც ნაციის საფუძველია, ერთადერთი ფენა, რომელიც ეროვნული კულტურის მატარებელია.
ეს ადამიანები ხდებიან მესაკუთრეები და თავისუფალი მეწარმეები "ეკონომიკურად თავისუფალსა" და გაღატაკებულ საქართველოში, ანუ ღარიბი იმიგრანტების ნაცვლად, რომლებიც თავშესაფარს, სამუშაოსა და მთელს თავის არსებობას უმადლიან ადგილობრივებს, ვიღებთ კარგად ორგანიზებულ ჯგუფებს მყარი სოციალური კავშირებით, რომლებიც აქეთ გვაძლევენ თავშესაფარსა და არსებობის შესაძლებლობას საკუთარ ქვეყანაშივე. ცხადია, ეს საკმარისი საფუძველია ინტეგრაციის ან სულაც ასიმილაციისთვის. რა თქმა უნდა, ესეც პირიქით: რუსები და ირანელები კი არ იწყებენ გაქართველებას, არამედ ქართველები ასიმილირდებიან მათ დესპოტიურ წიაღში, რაც ამ თემაშიც არაერთხელ დაადასტურეს
ამაზე კარგათ არავის აუხსნია რაც დღეს ხდება და რა საფრთხეებიც გვაქვს უახლოეს თუ შორეულ მომავალში.
ლიბერალებს წააკითხეთ და იმათ ვისაც გონია რომ კარგი არის ქვეყნისთვის.