სქრინშოთების გაკეთება არ იციან? ან ვინ სამხედრო პირები არიან, გაასაჯაროოს ვინაობა. ჟურნალისტები უცებ ამოუქექავენ წარსულს.
აი, ფბ-პოსტი მაგასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ბრმა მიშისტი მეგონა ეს ეკა ჯანაშია და ვიფიქრე, შეიძლება თავად შეალამაზა პოსტი მეთქი, ამიტომ თავად გადავამოწმე გორჯისტანის პოსტი.
Eka Janashia
3 hrs ·
მთელი ოჯახი ჩართულია საქართველოს ჯარის წინააღნდეგ დისკრედიტაციაში, მთავრობასთან ერთად. თუ ლეს დისკრედიტაციის კამპანია არ არის, რატომ არ ხდება ე.წ. იდენტიფიცირებული ტიპების, ვინაობის გასაჯაროება?
აი რას წერს სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თავის ფეისბუქის გვერდზე. ინგლისურად აქვს პოსტი. ინგლისურადვე დავაკოპირებ, მეტი სიზუსტისთვის, და ქართულადაც ვთარგმნი. თან სტატიის ლინკი აქვს დადებული, რომლის სათაურია Candidate for president Salome Zurabishvili received death threats from ‘ex-military servicemen linked to UNM’ ("პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი სამხედროებისგან, რომლებიც ენმ-სთან არიან კავშირში, მოკვლის მუქარები მიიღო") და ამ სტატიის გაზიარებას ითხოვს. 139 გაზიარება აქვს.
იმასაც დავამატებ, რომ ის, რაც ამ პოსტსა და სტატიაში წერია, კიდევ ერთი "მტკიცებულებაა" ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჰააგაში, რადგან სრულიად ბუნებრივად ჩათვლიან, რომ სამხედრო, რომელიც მსგავს დანაშაულზე მიდის, არც ომის დროს იქნებოდა უდანაშაულო.
ახლა თავად Teym Gorjes-ის (სალომე ზურაბიშვილის ვაჟის) პოსტი:
Teym Gorjes
November 12 at 8:17 PM ·
Dear friends.
My mother, my sister - a France 24 journalist - and I have received several death threats. The words used need no explanation : "I will shoot you in the forehead" ; “I will drink your blood".
This is by no means an isolated incident. Their authors have been identified as former soldiers who, according to their social media profiles, are linked to the opposition United National Movement and their political leaders.
These threats are part of a systematic UNM attempt to create an environment of hate, fear and tension ahead of the presidential elections.
This is what Salome Zourabichvili is bravely up against.
Please share and circulate.
For my journalist friends in particular, this has to be exposed not only in Georgia but in Europe and in the United States.
ქართული თარგმანი:
Teym Gorjes
12 ნოემბერი, 8:17 PM
ძვირფასო მეგობრებო.
დედაჩემმა, ჩემმა დამ - France 24-ის ჟურნალისტმა - და მე მოკვლის რამდენიმე მუქარა მივიღეთ. სიტყვები, რომლებსაც იყენებენ, განმარტებას არ საჭიროებს: "შუბლს გაგიხვრეტ", "შენს სისხლს დავლევ".
ეს არავითარ შემთხვევაში არ არის იზოლირებული ინციდენტი. მათი ავტორები იდენტიფიცირებულები არიან როგორც ყოფილი ჯარისკაცები, რომლებიც, მათი სოციალური მედიის პროფილების თანახმად, დაკავშირებული არიან ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ პოლიტიკურ ლიდერებთან.
ეს მუქარები არის ნაწილი ენმ-ის სისტემატური მცდელობისა, შექმნას სიძულვილის, შიშისა და დაძაბულობის გარემო საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
აი რასთან უწევს გაბედულად გამკლავება სალომე ზურაბიშვილს.
გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ.
განსაკუთრებულად მივმართავ ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს - ეს უნდა იქნას სააშკარაოზე გამოტანილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
პოსტისა და სტატიის ლინკებს ქვემოთ, კომენტარებში დავდებ - პირველ და მეორე კომენტარში.
ეს გახლავთ პოსტის სქრინი

რატომ ეწევიან ქართველი ჯარისკაცების (თუნდაც ყოფილის) დისკრედიტაციას, რა მიზანი ამოძრავებთ?