#53793618 · 17 Nov 2018, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტერა
| QUOTE | გუშინ, მაგალითად, დღე გრძელდებოდა: 24 საათი, 0 წუთი, 0.0011144 წამი
მეტი ინფო (ინგლისურად): |
მანდ დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზეა ლაპარაკი, ერთ ბრუნს რამდენიმე მილიწამით მეტს ან ნაკლებს ანდომებს. დღე-ღამე კი ზუსტად 24 საათია, ამაღამ 00:00 დადგება 18 ნოემბერი და ზუსტად 24 საათის შემდეგ, 00:00 დადგება 19 ნოემბერი, და არა 00:0.0011144-ზე. ვიმეორებ, დღე-ღამე(сутки) დროის ერთეულია და ზუსტად 24 საათის ტოლია, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე სხვა რამეა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: მაგნიტურ ველზე, მთვარის ფაზებზე, მზის აქტივობაზე, ასევე კონკრეტულ მომენტში მზიდან რა სიშორეზეა და ა.შ.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|