დიდი მადლობა, ერთი კვირაა ვიმყოფები აბასთუმანში და მჭირდებოდა ალბათ ცოტა მეტი ინფორმაცია, სხვა თვალით დანახული

მოკლედ ჩემი შთაბეჭდილებები:
1. როშასთან პარკი ფაქტიურად გაპარტახებულია, ვიტყოდი რომ ქაოსია რაც არის, თითქმის ყოველდღე იქ ვარ და რასაც ვხედავ იმას ვწერ, სახეზეა ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობა, პარკის მენაჯმენტის არაპროფესიონალიზმი (ეხება ყველაფერს რაც კაფე როშას ირგვლივაა, გასართობი ცენტრი, კვების ობიექტი, გაქირავებები)
2. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ აბასთუმანში პარკთან საერთოდ ერთი რესტორანიც არ არის!!! არსებობს მხოლოდ საკალმახე რესტორანი ქალაქიდან 6 კმ-ის მოშორებით ზეკარის მიმართულებით
3. ქალაქის ქუჩები ფაქტიურად ჩაბნელებულია და ბინდის შემდეგ არანაირი გართობა, არანაირი მუსიკა არ ისმის, ვითომ კოვიდის ბრალია? შესაძლებელია მაგრამ დამსვენებლებისთვის შეიძლება რამე მოიფიქრო
4. დავინახე რომ ვისაც ფულია და სადაც ფულია, იქ მიდის გამალებული მშენებლობა (ბიძო, ჩხარტიშვილი, პაპაშვილი), მაგრამ რაც გასაკეთებელია რაც შეიძლება მალე (გზები, ძველი სახლების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება) იქ არაფერი ხდება!
5. ყველაზე ნათელი წერტილი - ესაა ჩვენი მადლიანი ბუნება, ტყე, ბილიკები, ამ კვირაში დაახლოებით 40 კმ-მდე გავიარე ტყის ბილიკებით, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ამ ბილიკების გზის მაჩვენებლები ვფიქრობ უკეთესად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, უფრო ზუსტი ინფორმაცია და მეტი სიხშირით, ასევე მოსასვენებელი სკამების დამატებით ბილიკების გასწვრივ
6. ობსერვატორიაში მიამბეს ბიძოს "კეთილი" საქმეების შესახებ, მოკლედ ეს კაცი ყველას რაღაცას ჰპირდება და არაფერს ასრულებს!
7. მართლაც საშინელებაა გზის გასწვრივ კედელის აღმართვა, მთელი ხედის ჩახერგვა, ასე როგორ შეიძლება, ის კი არა და არაზინდოში ასულებს გზის გასწვრივ ხეებია დარგული რომ ზემოდან არ დავურღვიოთ მყუდროება ძლიერთა ამ სოფლისა!
8. ჩემი სურვილი იქნება გენ გეგმის შესრულება ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, იმედია ასე მოხდება!
თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ!