
მიშა-აფერსტო, ამხილე მევახშე გიგა ბოკერია!
,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების დღევანდელ ინიციატივას, რომლითაც 600 ათას მოქალაქეს 1,5-მილიარდიანი საბანკო ვალი გაუნულდება, გიგა ბოკერიას სამევახშეო კომპანია ,,ვივუსმა'' უგანა და უარი თქვა მოვალეთა ვალების ჩამოწერაზე!
ჰოდა, მიხეილ სააკაშვილი (გრიგოლ ვაშაძე), თუ მართლა შესტკივა გული ვალებით დაკაბალებულ თანამემამულეებზე, გამოვიდეს და თქვას, გიგა ბოკერია ისეთივე წურბელაა, როგორც მამუკა ხაზარაძეო!
მითუმეტეს, რომ ბოკერიას ონლაინ-სესხების კომპანია ,,ვივუსის'' ოფიციალური მმართველი სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერი ლადო გურგენიძეა!
გესმით, ხალხო, რა აფერისტია ,,ხალხის ვალებზე გულდამწვარი'' სააკაშვილი?!
მოკლედ, თუ სააკაშვილმა (ვაშაძემ) ვერ აიძულა ერთი მევახშე ბოკერია, ვალები ჩამოაწეროს ,,ვივუსის'' კლიენტებს, მაშინ როგორ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა მთელი ბანდა ყაჩაღ-ბანკირებისაგან?!
ბოკერიას მევახშურ კომპანია ,,Vivus''- ს კი აბსოლუტური ბოიკოტი - გაკოტრებამდე!