2000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე აღებულ სესხებს დავფარავო.
თან იმ ხალხისას, ვისაც ბოლო 1 წელია კაპიკი არ გადაუხდიაო.
ანუ აშკარად გადამგდები ხალხის

ესე იგი, რა ხდება:
ვინმე გუკაჩომ აიღო 1200 ლარი ონლაინ სესხი ფირმა X-კრედიტში და იყიდა აიფონი.
გუკაჩოს ძმაკაცმა კოტიკომ აიღო 1000 ლარი და ტოტალიზატორში დაანიავა.
გადახდა ორივემ დაიკიდა. ჯამში გადაუხდელია 2200 ლარი ძირი და პროცენტები.
გუკაჩოს და კოტიკოს ურეკეს, ურეკეს, ურეკეს, შეაშინეს, დაემუქრნენ, მაგრამ გუკაჩოს და კოტიკოს ჰკიდიათ და არ იხდიან. უზრუნველყოფის სახით ქონება არ აქვთ ჩდებული და არ ადარდებთ.
მერე X-კრედიტი გადავიდა ხვეწნაზე, ძირი მაინც დაფარეო.
გუკაჩო და კოტიკო ტელეფონსაც არ პასუხობენ, ისე მოშნად ჰკიდიათ

X-კრედიტმა ვალი ვერ ამოიღო და გუკაჩოს და კოტიკოს საკრედიტო ისტორია გააშავა.
პრობლემური სესხი კი სესხად დარჩა.
ამ დროს ბიძინას დასჭირდა ხმები და უთხრა X- კრედიტს, მომე ეგ ვალი 5%-შიო.
საფინანსოც დათანხმდა. მაინც ვერ იღებს და სულ არარაობას 5% ურჩევნია.
ბიძინამ გადაიხადა ეს 5% ანუ 110 ლარი, ნაცვლას 2200 ლარისა.
მოგვიანებით ამ 110 ლარსაც ამოიღებს ხალხის ჯიბიდან, უფასო ქონების ან მიწის გადაცემით, ბიტფურზე ელექტროენერგიის შეღავათებით, შეწერილი 4-4 მილიონებით და ა.შ.
თუმცა 100 მაგდენი ისედაც ამოღებული აქვს.
კოტიკოს და გუკაჩოს ვალი ჩამოეწერა.
მათ ეს ამბავი ან ისევ ძალიან მაგრად ჰკიდიათ, ან წავლენ და მოხაზავენ ბიძინას.
თუმცა მათი საკრედიტო ისტორია მაინც არ გამოსწორდება.
მათ იცნობენ როგორც გადამგდებებს, რომლებსაც ფინანსურების რეკვები და მუქარები არ აშინებთ და თავს არავინ მოიტყუებს, რომ ეს ხალხი პატიოსანი გადამხდელი გახდა. მათ კრედიტს მომავალში მაინც აღარავინ მისცემს, რადგან ბანკები დებილები არ არიან და იციან, რომ თუ არა ივანიშვილის წინასაარჩევნო პანიკა, კოტიკო და გუკაჩო ვალს არასოდეს გადაიხდიდნენ.
გაჭირვებული ხალხი, კრედიტების გადახდის საფასურად რომ ნახევრად შიმშილობს, ისევ გაჭირვებული იქნება.
მორჩა კინო.
ასეთია სცენარი.
მოვა დრო და საარჩევნო მოსყიდვის გამო, ბარე 2 წავა ციხეში.
This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 20 Nov 2018, 00:23
მესმის რომ ქოცის ტვინი (უფრო სწორად ის 41 ხვეული რაც აქვთ) საკმარისი არაა ნათქვამის კონტექსტის ანალიზისთვის @AUTOCRAT