1% ნამეტანი მოსვლიათ

როგორც გუშინ დაწერეს სხვა თემებში ჩვენთან არსებობს ვალდებულებების ბაზარი, ანუ სესხებით ვაჭრობა ხდება და შესაბამისად ფასებიც ცნობილია - ჰოდა როგორც ითქვა იმ კატეგორიის ვალდებულებების ფასი, რომელის შესყიდვის სურვილი ბნ.ბიძინამ გამოაცხადა, მერყეობს ე.წ. ძირი სესხის 5%-10%-ის ფარგლებში (დამოკიდებულია სხვა-და-სხვა ფაქტორზე მათ შორის ხანდაზმულობაზე).
ამ ინფოზე დაყრდნობით შეგვიძლია ვტქვათ რომ ბნ.ბიძინა ცდილობს საბაზრო ფასზე იაფად შეისყიდოს რაც მოსალოდნელი იყო და პრინციპში ნორმალურია აი ეს "მუქარა" იქნა გამორიცხული - თუმცა "სარდაფის" ისტორიას თუ გავიხსებთ გამორიცხვა გაძნელდება

მთავარი აქ მაინც ორი მომენტია
- ეს არის ამომრჩველის მოსყიდვა
- მიუხედავად ფინანსთ მინისტრის განცხადებისა შეთანხმება ჯერ არ შემდგარა და ვაჭრობა მიმდინარეობს
პ.ს. აქვე ძალიან გამარტივებული კალკულაცია ზევით მოყვანილ საბაზრო ფასებზე დაყრდნობით:
გვაქვს 600,000 ვალდებულება (სესხი), და არა პირი, რომელის ჯამური ე.წ. ბუღალტრული ღირებულება (ანუ თეორიული მაქსიმუმი) ფასდება როგორც 1.5 მილიარდი (რამდენად ზუსტია უცნობია).
ეს სეხებია რომელთა ე.წ. ძირი არის მაქსიმუმ 2,000 და მინიმუმ ერთი წლის მანძილზე მოუმსახურებელი (ანუ პრობლემური).
სიმარტივისათვის ჩავთვალოთ რომ საშუალოდ თითო სესხის ძირი არის 1,000 - აქედან ჯამური ძირი= 600,000 X 1,000=600,000,000
თუ ამ სესხის შესასყიდ ფასს ავიღებთ ასევე საშუალოს 5%-სა და 10%-ს შორის გამოვა - 600,000,000 X 7.5%=45,000,000
ანუ გამოცხადებული ვალდებულებების შესყიდვის თანხა დაახ. შეიძლება იყოს 45 მილიონი ლარი - იმის გათვალისწინებით რომ ბნ.ბიძინა, მთავრობა, "სარდაფი" და ა.შ. არის ჩართული და ასევე შესყიდვა ხდება ბითუმად (თუმცა არ ვიცით გადახდის გრაფიკი როგორია, რაც მნიშვნელოვანია...) თანხა ალბათ გამოვა უფრო ნაკლები - ასე 30-35 მილ.-ის სიახლოვეს
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)