ოკ არ დავიზარე და ამოვიწერე:
1. ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება
2. სასოფლო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა
3. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლების საქმიანობის და მათი ნამდვილი მიზნების ლუსტრაცია და კონტროლი
4. უვიზო მიმოსვლის გაუქმება ირანთან და სხვადასხვა აქტუალურ სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებთან
5.ბინადრობის უფლებანაყიდ უცხოელებს(აქ ალბათ იგულისხმება ერაყელები,თურქები, ინდოელები, ირანელები, არაბები და ა.შ. ავტ. შენიშვნა ) შეუცვალოთ წესი და დაიწყოს მათი რამენაირად ქვეყნიდან გაშვება მათი უფლებების ნაწილობრივი კომპენსაციით. ამ ქვეყნების მიერ იმდენჯერ შეილახა ჩვენი მოქალაქეების უფლებები რომ თვითონაც აიტანენ რამენაირად.
ლევან გაკოცე
6.ბათუმსა და აჭარაში შეიქმნას ენის ინსპექცია და აიკრძალოს იმ ხალხის სამუშაოზე მიღება რომლებმაც ქართული არ იციან, დაჯარიმდნენ ის დამსაქმებლები რომლების ქართველებს არ იყვანენ სამუშაოზე იმის გამო რომ მათ თურქული არ იციან, მიხედონ აჭარის გამალებულ თურქიზაციას.
კიდევ გაკოცე
7. აიკრძალოს კაზინოები, ტოტალიზატორები და ბორდელები
8. აიკრძალოს ნარკომანია და ქართულ მთაში შეიქმნას ნარკომანების იძულებითი რეაბილიტაციის დასახლებები
9. დაიწყოს რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,
10. გაუქმდეს ეროვნული ბანკის ქართული სახელმწიფოსაგან სრული დამოუკიდებლობა და აიძულონ გააიაფოს კრედიტი და გაიზარდოს ეკონომიკაში ფულის მასა
11. დაწესდეს კონტროლი მევახშეებისა და მიკროსაფინანსოების მოსახლეობასთან მუშაობის პირობებზე,
12. მკაცრად გაკონტროლდეს სავალუტო სპეკულანტების მიერ ქვეყნიდან კაპიტალის გატანის წესები და უფლებები
13. დაწესდეს ქმედითი შეღავათები ახალგაზრდა ოჯახებისთვის სახლის შეძენაზე და საქმის დაწყებაზე
14. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს ეტაპობრივად ქალაქის მოსახლეობის მიერ მოხმარებული იმპორტირებული სასურსათო და მათი შესაფუთი პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება, ამისთვის შესაბამისი პროექტების შემუშავება და დაფინანსება
15. ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს ქვეყნის ეკონომიკური დარგების თანმიმდევრობითი წამოწევის სტრატეგიის შემუშავება
16. დაიწყოს ქვეყნის დეურბანიზაცია და აიკრძალოს თბილისში ახალი მშენებლობები გარდა იმ შემთხვევისა თუ მშენებლობა იწარმოებს ქალაქიდან რეგიონებში საწარმოების გადატანის შედეგად გამოთავისუფლებულ სივრცეებზე.
17. აიკრძალოს აბორტების და წახალისდეს შობადობა
18. შემოღებული იქნეს კანონი ყველა ტრადიციული რელიგიისა და აღმსარებლობის შეურაცხყოფის წინააღმდეგ
19. შეიქმნას მასმეედიის მაკონტროლირებელი სახელმწიფო უწყება რომელის მკაცრად გააკონტროლებს ცილისწამების, ბილწსიტყვაობის და ტრადიციების შეურაცხმყოფელ შემთხვევებს
20 საყოველთაო სამხედრო გაწვევის შემოღება ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ხოლო ქალებისთვის ჯარის მხარდამჭერი ფუნქციების შესწავლა
21. სამართლიანობის აღდგენა ნაცების მიერ დაჩაგრული მოსახლეობის უფლებების რეაბილიტაციის სახით
22. ნაცი ჯალათების, მოსამართლეების, პროკურორების დასჯა
23. სასამართლო რეფორმა
24. საგადასახადო განაკვეთების მკვეთრად შემცირება ბიზნესისათვის
25. რეემიგრაციის სამინისტროს შექმნა
აბა რომელს არ ეთანხმებით მამულიშვილებო,
ნაც ქოცებს კიდევ მივმართავ
თქვე დაჩუტულო ჭუჭუებო აქედანაც და იქედანაც, ერთმანეთისთვის ნეხვის სროლაში რომ ამოგდით სული 24/7, აგერ გაქვთ გამზადებული პროგრამა, დაიკაპიწეთ ხელები და შეუდექით საქმეს, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი თქვენი გადასიპული ტვინის ორმა ნაოჭმა ეს შეძლოს
This post has been edited by tigeona on 20 Nov 2018, 22:46