SPLIYVIკაად კი არა, საინტერესოდ იბაზრა კვერცხობა

კვერცხობა იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთანაა არაგულწრფელი. აწვება კლიშეებით სავსე მე-15 საუკუნის მესიანიზმს, სადაც ყველაფერი შეზღუდვებით და აკრძალვებით არის გაძეძგილი.
საკუთარ თავთან იმიტომ არის არაგულწრფელი, რომ საკუთარი "იდეალების" დიამეტრალურად განსხვავებაში გარემოში გახდა კაცი. რაღა შორს წავიდეთ, მის ქართულ მოძვაწეობას მიაქციეთ ყურადღება. ზემდიდარ ნუვორიშებს უკეთებს ჩოხებიან მიღებებს. თავის სკოლაში, პრინციპში, ზემდიდარი ნუვორიშების შვილების გარდა თეორიულადაც ვერავინ ივლის.
სამაგიეროდ იქით უქნევს თითს ყველას, ვინც მის "იდეებს" არ ეთანხმება. არადა მათში არაერთი ისეთია, ვინც ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით საკუთარი პრინციპები არ დაახურდავა დიდი დოვლათის საშოვნად.
იმ ხალხის მესმის, მას უპირობოდ მხარს რომ უჭერს. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ვისაც ვასაძე ასვრის არის უკიდურესად დისკრედიტირებული. ამის ფონზე ვასაძე უცოდველ კრავად მოჩანს, რადგან ქართული პოლიტიკის ნაწილი არ არის და შესაბამისად თითქმის გუასვრელია მედია სივრცეში (გაშარჟება გასვრას არ ნიშნავს).
საკმაოდ დალაგებულად რომ შეუძლია გადმოცემა დედამიწადაკარგული პინგვინის და დეგრადირების გზის ბოლოსწინა ფაზაში მყოფი სუკაკასგან განსხვავებით, ესეც ფაქტია.