#53824569 · 23 Nov 2018, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოს გამოუყოს
3.4 მილიარდი ევრო სატრანსპორტო ინვერსტიციებისთვის საქართველოში 45 მილიონი ევრო მაკროფინანსური დახმარება ეკონომიკის განვითარებისთვის 26 მილიონი ევრო გაძლიერებული ენერგოეფექტურობისთვის 100 მილიონი ევრო მცირე ბიზნესის განვითარებისთვის 7.5 მილიონი ევრო სამეცნიერო პროგრამებში 25 მილიონი ევრო სამოქალაქო უსაფრთხოებაში |
იმდენად შთამბეჭდავი ციფრებია, რომ ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება. სესხად გვაძლევენ? ანუ ვალს ვალი ემატება?
| QUOTE | | რეზოლუცია მიზნათ ისახავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დანერგვას |
"ასოცირების ხელშეკრულების დანერგვა" რანაირი ქართულია?
| QUOTE | | ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადებით"დღეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაბიჯი იქნა გადადმული ჩვენს პარტნიორობაში საქართველო ქართველი ხალხის სიმამაცით და ამბიციებით აშენებული საამაყო ქვეყანაა საქართველოს მიზანდასახულობა შემდეგ ეტაპზე აიყვანოს ევროკავშირთან თანამშრომლობა აჩვენებს იმას რომ ჩვენი ურთიერთობა პრიორიტეტულია დღეს ჩვენ შევთანხმდით სხვა და სხვა სახის გზებზე თუ ჩვენ ევროკავშირმა რა სახით ვუპასუხოთ საქართველოს ამ მონდომებას კონკრეტული ნაბიჯებით რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო მით უფრო მეტად დავუჭერთ მხარს ევროკავშირს სწამს საქართველოს მომავლის და მისი ტერიტორიული მთლიანობის!" |
ამის დამწერი, როგორც ჩანს, არ ცნობს პუნქტუაციას ანგარიშგასაწევ ნორმად.
| QUOTE | | საქართველო ქართველი ხალხის სიმამაცით და ამბიციებით აშენებული საამაყო ქვეყანაა |
იუნკერზე ბოროტი ენები კი ამბობენ - ლოთიაო, მაგრამ როგორც ჩანს, ამასობაში თამადობის ინსტიტუტიც დაუმთავრებია.
|