არისტოფან მანდაც გერხევათ, არისტოფან
http://liberali.ge/news/view/41040/salome.geEdison Research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - ასეთი იყო კითხვა, რომლითაც მკვლევარებმა 2 000 მოქალაქეს მიმართეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სრული ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:
56% ამბობს, რომ ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 44% - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
რაც შეეხება ალოკაციის გარეშე მიღებულ შედეგებს, ისინი ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 38%;
სალომე ზურაბიშვილი - 34%;
არ ვიცი/არ ვპასუხობ - 18%;
არც ერთს - 10%.