#53829508 · 24 Nov 2018, 19:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nigo
QUOTE | მე არ მინდა პასუხისმგებლობის აღება ისეთ კანდიდატზე,რომელიც შესაძლოა ადრე თქვენზე მეტად მესიმპატიურებოდა და იმედგაცრუებაც მეტია.
|
არ მესმის თქვენი, არა.. არც უსუფაშვილის.. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში რესპუბლიკელების გარდა ხმა არავისთვის მიმიცია.. დღეს სულ ორი კანდიდატია, სხვა არჩევანი არაა, სალომესთვის ხმის არმიცემა, სახლში დარჩენა, პირდაპირ ნიშნავს ნაცების დაბრუნების ხელშეწყობას. ეს არის 2*2=4. შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ, თუ ის ხალხი დაბრუნდა, ვისაც ერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ და მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში არ არიან, უკვე იმუქრებიან.
სექტანტობა არაფერ შუაშია.. ნაცი ყოველთვის შემოხაზავს 5-იანს, თქვენ თუ ამას არაფერი დაუპირისპირეთ, ე.ი. თანახმა ხართ ნაცის მოსვლაზე. სხვა ალტერნატივა დღეს, ამ საპრეზიდენტოზე არაა, სულ ორი კანდიდატია დარცენილი. საპარლამენტოზე კი ყველამ ის შემოხაზოს, ვინც უნდა
|