"სამწუხაროდ რუსთავი 2 ტყუილების ბუნაგად გადაიქცა დიდი ხანია. აქვე შემოგთავაზებთ ქართველი ახალგაზრდის,(ევროპარლამენტშია) აბსოლუტურად მიუკერძოებელი გოგონას ფბ-სტატუსს.
"რუსთავი 2 -ის სიუჟეტს ვუყურე ევროპარლამენტზე, რომელიც იწყება სიტყვებით:
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში, რომელიც საქართველოს შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფასად დაუჯდეს".
ცოტა გაოცებული ვარ. ეს არის ერთ-ერთი აბსურდული შეჯამება, რომლითაც შეიძლება გააშუქო ბრიუსელის ამბები. გამიზნულად ფაქტების დამახინჯება, არაპროფესიონალიზმი, შენივე ქვეყნის დისკრედიტაცია და მოსახლეობაში ცრუ განგაშის შექმნაა ეს.
პირველ რიგში, მგონია, რომ როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა იყო და რა პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ის საკითხი, რაც ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ძალას უნდა აერთიანებდეს და რის მიღწევებზე და გამოწვევებზეც ერთად უნდა მუშაობდნენ პოლიტიკური პარტიები. იმ მიღწევებზე, რომლებიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ექსკლუზიური უფლებები. როცა რეალურად მართლა წინ იდგმევა ნაბიჯები და ამას შენი ყველაზე დიდი პარტნიორები აღნიშნავენ, და მერე შენვე გამოდიხარ და ამის დისკრედიტაციას ახდენ ხელოვნურად, ძალიან ამაზრზენად ჩანს ჩემს თვალში.
გუშინ დავესწარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის გამოსვლას ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ დებატებსაც. მის გამოსვლას მოჰყვა კრიტიკული შეკითხვები არჩევნებთან დაკავშირებით. მაგალითად, EPP-დან ლატვიელი სანდრა კალნიეტე, რომელიც აქტიური მხარდამჭერია საქართველოსი და მან ეს გუშინდელ გამოსვლაშიც დააფიქსირა (თუმცა ეს არავის უთქვამს ტელევიზიით), პირველი იყო, რომელმაც მოქალაქეებისთვის ვალების შესაძლო ჩამოწერაზე მწვავე შეკითხვა დასვა და აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად ჰგავს ამომრჩეველზე ზემოქმედების და მოსყიდვის მცდელობას ნებისმიერი გონივრული რეგულაციების მიხედვით. რაც შეეხება ყალბ ID ბარათებს, პარლამენტარებმა ითხოვეს ახსნა და დაზუსტება (asked for clarification), თითქმის ყველა კითხვა მაქვს ჩაწერილ-ჩანიშნული (!). და ასევე იკითხეს, რატომ არის არჩევნები სამუშაო დღეს.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ ევროპარლამენტარებზე, რომლების კრიტიკული კომენტარებიც გაშუქდა რუსთავი 2-ით. Jean-Luc SCHAFFHAUSER არის Europe of Nations and Freedom Group-დან, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე პატარა და თან რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფს წარმოადგენს, ჯგუფს, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, არავის მოსწონს ევროპარლამენტში, ჯგუფს, რომელშიც ლე პენის და მატეო სალვინის პარტიები შედიან. ეს ჯგუფი, მინდა შეგახსენოთ, ისედაც ყოველთვის წინაარმდეგია ევროპული ინტეგრაციის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ევროპის გაფართოების ზოგადად. და ამ ჯგუფისგან საქართველოს არც წინა ხელისუფლების და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ მიუღია და არც უნდა ელოდოს დიდ მხარდაჭერას ევროპარლამენტში. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გამოვიდა და ღია მოუწოდა საქართველოს, რატომ არ ხართ ნეიტრალურები, ამერიკელების ყოფნა უკრაინასა და საქართველოში ქმნის პრობლემებს და ნატოს მიზანი ევროპის დაყოფაა. ეს ბოდვა კომენტარი რატო არ გაშუქდა

Jacek SARYUSZ-WOLSKI არის ე.წ. non-attached MEP, ანუ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრი, როგორც წესი, ასეთი პარლამენტარები ვერ იკავებენ ვერც ერთ მაღალ პოლიტიკურ პოსტს პარლამენტში და მათ სერიოზულ გავლენებზე საუბარი უხერხულია, პლიუს, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას ჰქონდა საქართველოს ოპოზიცია ასეთი non-attached წევრებისგან. ასე რომ, ასეთი პარლამენტარები არაფერსაც არ წყვეტენ ევროპარლამენტსი, მითუმეტეს, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება თუ შეჩერების საკითხებს

საქართველოს მთავარ პარტნიორებს ევროპარლამენტში წარმოადგნენ EPP, S&D და, ასევე, ALDE, ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კრიტიკასთან ერთად ყოველთვის ღიად აფიქსირებენ იმ რეფორმებს და მიღწევებს, რაც საბედნიეროდ გვაქვს.
ად ახალ ფორმას იძენს, რაც სექტორული თანამშრომლობაა, რაც არც ერთ სხვა EaP ქვეყანასთან არ მომხდარა და ამაზე არ აკეთებ აქცენტს, ტეხავს.
ისე გამომდის, თითქოს ვინმეს ვიცავ, მაგრამ პრინციპში კი ვიცავ, და ვიცავ იმ პატარა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. მთავრობის კრიტიკა ბუნებრივია და არაფერი საგანგაშო ამაში არაა, რა ჰგონია ვინმეს, რომ ევროკავშირის შიდა ქვეყნებში რაც ხდება, არაფერი არ არის კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტში? უბრალოდ რაღაც ცოტა მეტია და რაღაც ნაკლები, ის, რომ საქართველოს ეთმობა ტრიბუნა, ის რომ თანამშრომლობა ახალ ფორმებს იღებს, არ ნშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ნიშნავს რომ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწევები გვაქვს, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია და 500-ზე მეტმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი და გუშინ ჩვენი მოქალაქეები ისმენენ, რომ თურმე 1-2 პარლამენტარის გამოსვლა ნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ან ვიზა ლიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. ბოლო დროს მიღებულ ყველა ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს პირიქით, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ამ თნაამშრომლობაზე და ყველა იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანა ნახულობს და ჩვენთან რას იგებენ მოქალაქეები? ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ყველამ, რა იაფფასიანი პოლიტიკური ცირკია ეს...
აქ რომ არ ვიყო და ტელევიზიას ვუყურებდე, აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შემექმნებოდა. ძაან გული მწყდება, ისედაც არ ვართ high on agenda ევროკავშირისთვის და ეს არაა არცერთი ხელისუფლების ბრალი, ბევრად სერიოზული საკითხები და პრობლემბი აქვს ეხლა ევროკავშირს გადასაწყვეტი და ამ ფონზე როცა რაღაც კარგი ხდება, იმის ცუდად წარმოჩენა და მოქალაქეების არაფრის გამო დაზაფვრაც ძაან ტეხავს კიდე, სულ ცოტა.
აა ხო, ისე სამი საათიც არ გაგრძელებულა სამწუხაროდ დებატები, სულ რაღაც საათი და 10-15 წთ. ან მაგ ტყუილს რა მიზანი აქვს :დდ ანუ ის, რომ თურმე 3 საათი გვაკრიტიკებნენ და მიწასთან გაგვასწორეს?

მოკლედ, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა პრობლემებია საქართველოში და რამდენად მძიმე ვითარებაა ბევრი კუთხით. და ზუსტად, კი არადა, მითუმეტეს ამ ფონზე, ევროკავშირთან ურთიერთობა ყველაზე იმედისმომცემია. შეიცვლება ეს მთავრობა და ახალ მთავრობას მერე ისევ ამ საქმის გაგრძელება მოუწევს, ისევ იქნება პრობლემები, და მიღწევებიც და არც კარგი ნაცრის შეყრა არის სასარგებლო თვალებში და არც ცუდის. ის, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა აქვს და არაფრის შეჩერება არ გვემუქრება, არის ორჯერ ორი ოთხი და არ უნდოდა ამას ეხლა ამხელა სტატუსი და ნერვების დათხლეშვა ჩემი მხრიდან

"