ფბ-ის მეგობრის პოსტი, იქნებ რამე შევიდეს ზოგიერთი ქოციარვარმაგრამის და შუაშისტის ტვინში:
მყავს უახლოესი მეგობრები, ვინც მხარს უჭერს გრიგოლს (მოწონს ნაცები ან სძულს ქოცები და იმიტომ) ან სალომეს (მოწონს ქოცები ან სძულს ნაცები და იმიტომ) ან არავის (ორივე სძულს). სათითაოდ მესმის მათი გადაწყვეტილების საფუძვლის, ყველაზე მეტად მიყვარს ისინი და თუ დაჭირდათ, ცეცხლშიც ვისკუპებ მათთვის.
კიდევ მყავს თანამოაზრე მეგობრები, ვინც ზუსტად იცის, რომ ახლა ხმა გრიგოლს უნდა მისცეს, მიუხედავად, იმისა, რომ არ მოსწონს ნაცები და გრიგოლი. ნაცების ხელისუფლების დროს ქუჩაში იდგნენ და მათ ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებდნენ, ჩემი ჩათვლით. ფოტოდოკუმენტაციას გუგლი ინახავს
რატომ? მარტივია:
1. რუსეთი - საქმემან შენმან წარმოგაჩინოს:
ა) სალომეს არჩევით, ქვეყანა შეიძლება ჩავაბაროთ რუსეთს. საფრანგეთში გაზრდილი ქალი ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ და მისი წიგნის ციტატებს იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში.
ბ) სალომეს მხარს უჭერს ქვეყნის ყველა პრორუსი ძალა ინაშვილიდან ვიდრე ძასოხოვ-ჩახალიანც-წითელაშვილამდე.
გ) მაშინ როცა მგიმოელმა (იგულისხმება კაგებეშნიკმა) ვაშაძემ კარდაკარ იარა არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად და დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთი ოკუპანტად მიაჩია და ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
2. კოალიციური მთავრობის იდეა - პროპორციული არჩევნები, აბსოლუტური ძალაუფლებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებისთვის ერთი ინსტიტუციის გამოგლეჯა ხელიდან.
3. #არანაცებს
ა) ვაშაძის არჩევით არ ვირჩევთ ნაცებს, მიშას, ბაჩოს, ვანოს და სხვებს, ვინც გაქცეულია ან ციხეშია. ვირჩევთ ნაცების და სხვა პროევროპული პარტიების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
ბ) ორმაგად გასაკვირია ამ თემაზე იმ ხალხის ისტერია ვინც კომუნისტურ პარტიას და შევარდნაძეს უჭერდნენ მხარს. თუ ფიქრობთ, რომ კომპატიაზე მეტი ბოროტება აქვს ჩადენილი ნაცმოს? 37 წელი, თვითმფრინავის დახვრეტილი ბიჭები და ა.შ. შევარდნაძის მხარდაჭერის მერე გრიგოლის არჩევნებზე "სისხლისმსმელ ნაცებს როგორ უჭერს მხარს", რა საკითხავია. ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა.
4. ხმას აძლევს მომავალს და არა წარსულს.
სალომეს კამპანიაში კონკრეტული საკითხი არ არის. ვაშაძის კამპანია კონკრეტულ საკითხებზეა აგებული.
5. სულ ბოლოს, მე და ჩემი თანამოაზრეები ხმას ვერ მივცემთ კანდიდატს, ვისიც თავად პარტიას სცხვენია. ამიტომ გააქრეს ის საარჩევნო კამპანიიდან და ლაპარაკი აუკრძალეს, საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად კოორდინატორები, ადმინ რესურსი, ძველი ბიჭები და ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება მიუშვეს საქმეზე.
ხოდა, ამიტომ #არასალომეს #არაბიძინას #ნუგეშინია
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა