+1
ამიტომ ცესკომ ძალიან ეფექტურად უნდა იმუშაოს ხმის დათვლის ამბავში.
გასაგებია, რომ საარჩევნო უბნის გარეთ რა ხდება, ვინ ვის ყიდულობს თუ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ამას ცესკო ვერ გააკონტროლებს, მაგრამ უბნებზე უნდა დაცულ იქნას წესრიგი, არავითარი დარღვევა (გარდა პროცედურულისა) საერთოდ არ უნდა დაუშვას, ხმები დათვალოს იდეალურად და ატვირთოს საიტზე.
არის უამრავი დამკვირვებელი, ხმების პარალელური დათვლა და ა.შ. არავის, არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ უნდა მიეცეს ლაპარაკის საბაბი, 0.1%-ითაც კი არ უნდა განსხვავდებოდეს ოფიციალური და არა ოფიციალური პარალელური დათვლები.
თუ მოცემულ ორ კანდიდატს შორის ხმების რაოდენობის სხვაობა უფრო მცირე იქნა (და ძალიან ძალიან მცირე სხვაობაა მოსალოდნელი) ვიდრე იმ უბნების ხმების რაოდენობა, სადაც დარღვევები დაფიქსირდა ძალიან უარყოფით შედეგებს და დაძაბულობას მივიღებთ. ასე რომ ყველას მართებს მაქსიმალური პროფესიონალიზმი და სიმშვიდე!
* * * * * * *
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც არ ვიცით წინასწარ ვინ იქნება გამარჯვებული! ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოვლენაა იმის შემდეგ თუ რაც გამოიარა ამ ქვეყანამ 90-იანი წლების შემდეგ.
წინასწარ არ არის შედეგები ცნობილი არც პოლიტიკურად, როდესაც ცალსახად ცნობილი იყო თუ ვინ იქნებოდა პრეზიდენტი, და ასევე სოციალური კვლევებითაც ვერ ვადგენთ გამარჯვებულს, რადგან ხმები სულ უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ბოლო გამოკითხვებით, რუსთავმაც და იმედმაც, თავიანთ ფავორიტებს 52%/48% გამარჯვება უწინასწარმეტყველეს. ხვალ, სავარაუდოდ ეს რიცხვები კიდევ უფრო მიუახლოვდება ერთმანეთს და სხვაობა შეიძლება 1%-მდე დავიდეს.
ასეთი დაძაბულობის პირობებში ყველას მართებს სიმშვიდე, წესრიგის დაცვა და პროფესიონალიზმი. ბოლოსდაბოლოს უნდა გავარკვიოთ სად მიდის ხმათა უმრავლესობა.
დარწმუნებული ვარ, რომ 20:00 საათზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, ჩვენი პოლარიზებული ტელევიზიები გამოაცხადებენ რომ 1%-ის ან რაღაც მეათედების სხვაობით გაიმარჯვა თავიანთმა კანდიდატმა. ასეთ დროს არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ერთის მხრივ არც სამოქალაქო დაპირისპირება და ვაი-ვიში დავიწყოთ, მეორეს მცრივ კი არც უაზრო ტაშ-ფანდური და სრულიად უადგილო წინასწარი ზეიმები და კონცერტები.
მივყვეთ მოვლენების მიმდინარეობას, სადაც დარღვევები იქნება ყველა ის უბანი გასაჩივრდეს სასამართლოში. ქუჩაში და მუშტი-კრივით ხმების დაცვა არის სისულელე.
კარგი იქნება დამარცხებული მხარე თუ მიულოცავს გამარჯვებულ მხარეს.
გისურვებთ მშვიდობიან არჩევნებს!
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 28 Nov 2018, 02:35