ნევროზი !
ისეთ დღეში ვიყავი რო ოჯახის წევრებს ვთხოვდი ოთახიდან არ გასულიყვნენ და ძილის მომენტშიც იგივე მჭირდა რაც შენ დაწერე
განსაკუთრებით მაშინ ვხდებოდი ცუდად როცა მზე ჩადიოდა და ჩემ თავთან მარტო ვრჩებოდი
საბედნიეროდ გამოვედი მაგ მდგომარეობიდან და ვისწავლე ნევროზის მართვა. ნევროზს ვერ მოიშორებ, უნდა მართო !
ნევროზით და მაგით არ მოკვდები და იმის შიში არასდროს გქონდეს რო რამე დაგემართება.
მე მწვავე ფაზაში რო შევედი და უკვე რო მეგონა გავგიჟდიი
აი მაგ დროს მივხვდი რო ჩემ თავს თუ მეთვითონ არ გამოვიყვანდი მაგრად დამენძრეოდა
ისე გამოვედი მდგომარეობიდან რო ერთი წამალი არ დამილევია
მაგ შემთხვევაში ყველაზე კარგ წამლად ფსიქოტროპულებს ასახელებენ რომელიც მთელ დღეს გაკარგვინებს და ძილის მეტი არაფერი გინდა
ცხოვრება უნდა გაიხალისო მეგობარო
ვარჯიში დაიწყე
სპორტს მიაწექი
აქტივობებით დაკავდი
შენ თავთან მარტო ხშირად არ დარჩე
ბევრი ილაპარაკე
რაც გულში გიდებს არ დაიტოვო და თქვი
ნაკლები ილაპარაკე იმაზე რაც გჭირს
არ იწუწუნო იმაზე რაც გჭირს
ყველას არ მოუყვე რაც გჭირს
მშიშრებისგან და ნევროზიანებისგან თავი შორს დაიჭირე
შენი თავი ახლიდან უნდა გაიცნო
დაუმუღამე შენ თავს რა გსიამოვნებს ყველაზე მეტად უნდა იპოვო
მუსიკა ? მაშინ მუსიკას მოუსმინე და თუ მოგინდება ხმამაღლა იმღერეე
ფილმებს უყურე თუ გაგისწორდება
ყველაზე კარგი წამალი ისეტ ტიპთან ურთიერთობაა რომელმაც ეგ ყველაფერი დაამარცხა
ზოგჯერ გამხნევება გჭირდება
სითბო გჭირდება
სიყვარული გჭირდება
კარგად ყოფნა გჭირდება
კარგი სექსი გჭირდება
ყველაფერი ზომიერად ! სექსიც, დალევაც და ჭამაც
აი ამ ყველაფერს თუ მიყვები და მოეშვებიი
კარგად გახდები
არ ინერვიულო
პ.ს. ერთ კითხვაზე ჩესნად მიპასუხე... ეწეოდი პლანს ? ეხლაც ხო არ ეწევი ? ხო არ მოწიე და შეგაშინა ?