#53870119 · 1 Dec 2018, 23:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხი ისედაც გონება არეულია ამ პოლიტიკოსებისგან და აღარ იცის ვის მისცეს ხმა.. ნახევარი საქართველო ისედაც გადაყრილია უცხოეთში და ამ ავადმყოფი "სასულიერო პირების" გადამკიდე საერთოდ დაგვენგრევა სახელმწიფო თავზე.. ამან ვის რა რჩევა უნდა მისცეს, თვითონ სამკურნალოა.. საღვთო წერილის შესწავლა არ ჭირდება იმის მიხვედრას თუ რა დღეშია დღევანდელი ქართველობა ამათ ხელში!!
ამის ფონზე, რომ თავის თავს ჯანსაჯად მოიხსენიებს, ქართველების სულში ჩაფურთხებაა.
დავდგეთ ახლა და ამის მაგალითზე "მეცოცხეები" ვეძახოთ მათ, ვინც ოპიზიციას მისცა ხმა.. მსგავსი ბაბუაწვერების დამსახურებაა მრავალი უბედურება, რაც გვჭირს და ურთიერთ შუღლის გამღვივებლობაც აქედან მოდის!!! აქედან მოდის ქართველი ერის ცდუნება და გარყვნა.. ქრისტეს სახელს, გარყვნილებისა და შუღლის საბაბად აქცევენ და თუ ჩვენც ტაშს დავუკრავთ, ამით უარეს დავიტეხავთ თავზე.
რაც მალე მოვეგებით გონს და ე.წ. სასულიერო პირებს ზედაც აღარ შევხედავთ, მით მალე გვეშველება!!! ქრისტეს სახელით, ბრიყვნი, მწყემსებად გვევლინებიან და ცრუბრძენნი ბატონობენ ქვეყნის მკვიდრნზე!
მინდა მოგმართოთ რიგით ხალხს: ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისა და ცოცხალი ღმერთის სიყვარული აგვაშენებს და გადაგვარჩენს!!! არ უნდა ავყვეთ მსგავს პროვოკაციებს და ერთმანეთზე არ დავიბოღმოთ!! ვინც მსგავს ბოროტ ინფორმაციებს ავრცელებს, თავისი ავტორიტეტიც ოხრად დარჩება და თავისივე სიბოროტეში მიიჩქმალება. თუ გონს არ მოეგო კარგი არაფერი ელის მსგავს კაცს/ქალს.
არ შეიძლება მუდმივად ერთმანეთს ქოც-ნაცობა ვეძახოთ და მითუმეტეს მეცოცხეების დაძახება, ეს მეტისმეტია. მსგავსი შემზარავი შეძახილები 800 000 მდე საქართველოს მოქალაქის მიმართ, დიდი ბოროტება და დანაშაულია!!! მათ შორის ჰო ჩვენი საყვარელი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ: ბებიები, პაპები, მეგობრები, დები და ძმები. და საერთოდაც ყოველი ადამიანი ძვირფასია..
საბჭოთა კავშირის დროს ყველა პარტიული იყო ან უმეტესობა მინიმუმ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.. მათ არ ქონდათ არჩევანის უფლება, როგორ დღეს. ორ ცუდს შორის ერთერთის არჩევა დამეთანხმებით დიდი უსამართლობაა.. მაგრამ, რა ვქნათ ახლა?? მაშინდელი თაობა მკვლელებად და ადამიანთა დამხვრეტავებად გამოვაცხადოთ და ქვეყნიდან გავყაროთ???
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ურთიერთ სიყვარული და მხარში ამოდგომა გვჭირდება. ყველაზე მოტყუებული და დაჩაგრული ისედაც რიგითი ადამიანია და ამის ფონზე ურთიერ შუღლის დამატებით, გავწყვეტავთ ერთმანეთს. რიგით ხალხს ყველა გვატყუებს.. გვატყუებენ პოლიტიკოსები, რელიგიური ორგანიზაციები და ვითომ აპოლოტიკური "ავტორიტეტები".
შევიყვაროთ ერთმანეთი და ევროპის ქვეყნებზე მაგარ სახელმწიფოს აქ ავაშენებთ!!!!
|