#53890695 · 5 Dec 2018, 21:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
90-იანი წლები მართლა რაღაც დავუწყარი გამოცდილებაა, მეტ წილად ნეგატიური, თუმცა არა მხოლოდ.. მაგარი გამიმართლა, ჩემ უბანში, ვორონცოვზე, ისეთი ბესპრედელი არ ხდებოდა, როგორც სხვა უბნებში, მაგრამ არც მე ამცდა კარატეები, იარაღის დადებები, მუქარები, ჩხუბი და გამიშვი გამატარე.. საგიჟეთი რა, ერთი სიტყვით.. უნივერსიტეტში რომ მოვხვდი, თან უფასო სექტორზე, ფასიანის ფული სად ქონდა ოჯახს, მანდ გამიმართლა კიდევ ერთხელ, თორემ დავრჩებოდი ქუჩაში და, ვგონებ, კარგი არაფერი გამოვიდოდა ამ ყოველივედან..
კარგია, ახალ თაობებს რომ წარმოდგენა არ აქვთ იმ ავბედით დროზე, ანუ არ აქვთ ის გამოცდება.. უფრო ლაღები იქნებიან, თავისუფლები, ჩვენზე უკეთესები..
This post has been edited by ika_n1 on 5 Dec 2018, 21:55
--------------------
გამარჯობა. მე ლევან გუდაძე გახლავართ, ჟურნალისტი, 2009 წლამდე საქართველოს მოქალაქე, 2009 წლის 24 დეკემბრიდან, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ (ბრძანებულება N947), მოქალაქეობის არმქონე პირი - აპატრიდი..
|