ყველაგან ასე იყო. და ფაქტია რომ ამას არავინ არამბობს. ასეთი მასწავლებელები არიან დღეს სკოლაში. ასეთი მასწავლებელები ასწავლიან დღეს ჩვენს ბავშვებს, ასეთ თავისუფალდ ვუნთქვთ (რეანიმაციაში)
მიშას დროსაც ასე იყო და ქოცებიც იგივეს აკეთებენ
რუსულ ჯარში ვიყავი, ხშირი იყო ჩხუბები. თვეში ორჯერ მაინც 100 კაცი 100 ზე ჩხუბობდა... სხვა თემაა. 500 კაციდან 200 მეორე დრეს ჩალილავებული დადიოდა. პოლიტრუკს ევალებოდა გამოძიება. კითხვაზე რატომ გაქვს თვალი ჩალურჯებული, ყველა პასუხობდა რომ კარს მიარტყა. ამასაც არ აწყობდა რომ მის ნაწილში ნაქები საბჭოთა არმიელები თავპირს ამტვრევდნენ ერთმანეთს. ხოდა რადგანაც ყველამ კარს მიარტყა თავი, საგანგაშოც არაფერი იყო, (ერთ წელიწადში კი დაიშალა ეგ ხუხულა)
ასეა საქართველოშიც
ვთქვათ სოფელში ერტი ოჯახი არ არსებობს, რომელსაც საქონელი არ მოპარეს. თავგამოდებულ ქოცს 7 ძროხა მოპარეს მაგრამ მაინც უხარია და თავგამოდებული ქოცებს იცავს. (რას იზამ ზოგს რომ ბიძინამ იმასუქნას, ოქროს წვიმა მოდისო იტყვის

მაგრამ კრიმინალი არაა გაზრდილი, იმიტომ რომ ჯერ ერტი ქართველები არიან და როგორ იჩივლებენ, მეორე, ვინც სცადა ეჩივლა, ჯერ სოფლის გამგებელს ათხოვიეს, არიქა, არ გინდა, იპოვი, დაელოდეო, ვინც მაინც მივიდა პოლიციაში, უკვე პოლიცია თხოვდა, მოგიგვარებთ, არ დაწერო საჩივარიო, ვინც მაინც ეცადა საჩივრიოს დაწერას, იმას უკვე საბუთების იურიდიულ მხარეზე მისდგნენ, რავა გეკადრება, მიდი, მიდი დაწერე, უნდა დაწერო, აბა არ უნდა დაწერო და ა.შ. მერე კი უი ვადა გასულა, საჩივარი არასწორად გაქვს დაწერილი, ხელი ზევით უნდა მოგეწერა, თარიღი არასწორი ფორმატითააა დაწერილი თორემ რას ამბობ ჩვენ არ დაგეხმარებით და ა.შ.
შედეგად კრიმინალი შემცირდა
ასევეა სასამართლო დავებთან დაკავშირებით. ტიპი თუ 100% დარწმუნებული არაა რომ გაიმარჯვებს, არ მიმართავს სასამართლოს. სარალიძის შემთხვევაშიც კი თვითონ კობახიძემ განაცხადა ტელევიზიით 95% ვიცით ვინ არის მკვლელიო, მაგრამ ვერ ვსჯითო. მაღალი სტანდარტები გვაქვსო და სხვა დემაგოგია
შედეგი არის ის 99%
ასევე ამ არჩევნებშიც, მთელი საჯარო სამსახურის რესურსი იყო მობილიზებული მეორე ტურში. პირველ ტურში ჩიჩილაკს სჯეროდა 52 % მაგრამ შედეგმა გააოცა. (იმიტომ რომ ჩიჩილაკია)
ამ მობილიზაციას არ აღიარებს არცერთი მხარე. (რა გარანტიაა რომ ინსულტი დაგარტყამს) იას გაუმართლა რომ ინსულტი აქვს თორემ ეგ სამეურვეო საბჭო ის კარგად შეაწმინდავდა ხელს როგორც დაგიბარებია. აწყობილი აქვთ კომ უნისტებს ეგ სისტემა. ეს მასწებიც ასე მუშაობდნენ თავიანთი დაბადებიდან და მათთვის ეს ასახნელი არ იყო.
ამოტომ უნდა წავიდეს ეს თაობა, თაობა რომელიც თანახმაა 20 ლარად პრეზიდენტი იყიდოს
ამ არჩევნებით საქართველო დაბრუნდა ბრეჟნევის ეპოქაში, როცა ვაგონს აქანავებდნენ და იმის განწყობას ქმნიდნენ რომ ვაგონი მოძარობს. (გეცოდინებათ ეგ ანეგდოტი)
მოკლედ მატარებელი გაჩერდა და უფროსობას ეკითხებიან რა ვქნათო,
ლენინმა შაბათობა მოვაწყოთო
სტალინმა მემანქანე დახვრიტეთო
ხრუშოვმა არ მახსოვს რა უპასუხა
და ბრეჟნევმა ყველამ ერთად გავაქანოთ (შევანჯღიოთ) ეგ ვაგონი, ვითომ ვმოძრაობთ (დელატ ვიდ, კაკბუდტა დვიჟემსია)
განათლების სიტემა არის უზარმაზარ უფსკრულში, იას სკოლის ტუალეტი არის ევრო ტუალეტი იმ ტუალეტებთან და სკოლებთან შედარებით, რას საქართველოს სკოლებში.
გადით თქვენს სკოლაში და მოიკითხეთ ტუალეტი, გადაიღეთ სურათი.... და ატვირთეთ აქ....
გადაუღეთ მასწავლებელებს სურათები, არგაინტერესებთ თქვენს შვილს ვინ ასწავლის? (შარშან 17 მასწავლებელი იდგა სასწავლოს წლის დასაწყისში გადაღებულ სურათზე, რომელიც რა თქმა უნდა ფეისბუკზე გააზიარეს, და 17ვეს შავი ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი ეცვა. ჩადრი არ ეფარათ თორემ იგივე არაბების სურათი გეგონებოდათ)
არ გაინტერებთ რამდენი 70 წელს გადაცილებული მასწი ასწავლის დღესაც სკოლაში?
არ გაინტერესებთ, რამდენ მოსწავლეს აქვს ნორმალური სკამი და მაგიდა?
რამდენი საკლასო ოთახის კარი იკეტება?
თუნდაც ყველკა კარი იკეტებოდეს და ყველა სკოლა პრეზიდენტის სასახლის ტოლი იყოს, პედაგოგები რომელ საუკუნეში არიან სქართველოში?
კარგი ყველა პედაგოგი ძალიან მაგარია
სახელმძღვანელო?
გადახედეთ თქვენი შვილის სახელმძღვანელოებს
დავუშვათ არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო გვაქვს
რესურსები?
აბა ჰკითხეთ თქვენს შვილს, ბოლოს როდის ჩაატარეს ელემენტარული ცდა... ლაკმუსი მაინც აქვთ ნანახი?
ბულინგზე რა გსმენიათ? კიბერბულინგზე?
მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ ქართულ განათლების სისტემაში ძალიან დიდი და ძალიან ბევრი პრობლემებია და ამას კიდევ პოლიტიკაში განათლების გამოყენება უსაშველოდ დიდი პრობლემას ამატებს
ამის თავიდან აცილება მაინც შეეძლო ოცნებას.
ეს საპატიებელი არაა