ika_n1
აპატრიდი

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 772
წევრი No.: 244179
რეგისტრ.: 15-July 18
|
#53890902 · 5 Dec 2018, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bossi
QUOTE (bossi @ 5 Dec 2018, 21:43 ) | ika_n1 შეურაწყოფა კი არა 2008 წელს ან ადრე ვინც ოს აფსუა რუსებმა დაუხოცეს და გაუუპატიურეს და სახლები გადაუწვეს იმ ხალხს რაც არ უნდა ეხვეწო ვერ შეიყვარებენ ჩვენს სეპარატისტ მეგობრებს.
საქართველოში მართლა დემოკრატიაა სხვა ეროვნებებისთვის ხოლო ეთნიკური ქართველებისთვი ხდება შეზღუდვები და თუნდაც ამ ფორუმზე უამრავი მსგავსი ფაქტი ხდება.
ორმაგი სტანდარტები დიდხანს ვერ იმოქმედებს და შედეგს მივიღებთ ძალიან ცუდს.
წარმოიდგინე ხორვატებს რომ აგინებდეს ვინმე სერბი და ხორვატების იდეური მტერი იყოს იმ ადამიანს არცერთ ხორვატიულ ფორუმზე თუ სხვა საშუალებებს არ დაუთმობდნენ არა იმიტომ რომ ხორვატები არადემოკრატწბი არიან.
ხალხია შეკრული და ახსოვთ ჯერ ეროვნული ფასეულობები და მერე ფსევდო დემოკრატია ლიბერალიზმი.
თქვენ და ჩვენც ან არ გვახსოვს ან დაგვავიწყდა ეს ყველაფერი. |
მე ჩემ აზრს მოგახსენებთ, თანაფორუმელო, მერე თქვენ განსაჯეთ, რამდენად ადექვატურია ჩემი ეს პოზიცია, ან რამდენარ არა..
რუსეთი აგრესორია და ცალკე თემა, აქ ვგონებ ყველა ვთანხმდებით.
რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს, ეს სამოქალაქო ომია, ყველაზე საშინელი ომი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ერთი ქვეყნის შვილები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ვინდაიდან ეს სამოქალაქო ომია, მნიშვნელოვან წილად ეთნიკურ ნიადგაზე წარმოქმნილი, მაგრამ სამოქალქო ომი, ესეიგი ორივე მხარეს იბრძვიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები, სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ხშირად, ნათესავები ხვდებიან ერთმანეთის პირისპირ, და ამის მაგალითებიც მრავლად არის. ასე მაგალითად, ჩემი ახლობელის მამა იყო მივლინებული ცხინვალის რეგიონში რამდენჯერმე, ეთნიკურად ოსია ეს ადამიანი, და როგორც გადმოცემით ვიცი, არაერთი ეთნიკურად ქართველი იხსნა სიკვდილს, როგორც საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე ოფიციერმა.
როცა ოსი ეროვნების თანამოქალაქეებს მოიხსენიებს ვინმე და აუგად ეხება მთელ ერს, ამ დროს ამ ადამიანსაც მოიხსენიებს, ხომ ასეა?.. მერე და, დაიმსახურა?..
ვინ დათვლის, კიდევ რამდენი ასეთ შემთხვევას ქონდა ადგილი?..
კიდევ ერთი მომენტი.. ხშირად ხდება, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსი ეროვნების თანამოქალაქეებისადმი იჩენენ აგრესიას, არა და, იციან კი ამ ადამიანებმა, რომ იგივე აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს, არაერთი ქართველი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურე შეიფარეს ოსებმა, იხსნეს ტყვეობის საშინელი გამოცდილებისგან და გადმოაპარეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე?.. არა მგონია იცოდნენ..
არა და, ჩემი თანამშრომელის მამის ისტორიას გეტყვით.. აგვსიტოს მოვლენების მონაწილეა. საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა დასრულებული იყო, მაგრამ ეს ადამიანი არ ჩანდა. ყველა შეწუხებულები ვიყავით რედაქციაში, არ ვიცოდით რა სიტყვებით გაგვემხნევებინა თანამშრომელი. საბედნიეროდ, აგვისტოს მიწურულს მამამისი დაბრუნდა და, როგორც შემდგომში გავიგეთ, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაჭრილი, ოსებს შეუფარიათ. უმკურნალეს ადამიანს, მერე კი გადმოაპარეს.. სამწუხაროდ, სამშვიდობოს დაბრუნებული, სააკაშვილის დანაშულებრივმა რეჟიმმა დაიჭირა და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლა და აღადგინა პოზიციაზე..
როგორ ფიქრობთ, ის ოსები, ვინც თუნდაც ეხლა ჩემს მიერ გადმოცემულ ეპიზოდში იღებდნენ მონაწილეობას, იმსახურებენ ლანძღვა გინებასა და მუქარებს, ან და ნეგატიურ დამოკიდებულებას?.. ალბათ არა, ხომ?..
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვარგა ყველაფრის უტრირება. კარგი და ცუდი ყველგან არის, ყოველთვის..
ხოლო დამნაშავეები, რომელ მხარესაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ ისინი, უდავოდ უნდა წარსდგენ სასამართლოს წინაშე და პასუხისგებაში მიეცენ.. აქ საკამათო არაფერია..
This post has been edited by ika_n1 on 5 Dec 2018, 23:01
--------------------
გამარჯობა. მე ლევან გუდაძე გახლავართ, ჟურნალისტი, 2009 წლამდე საქართველოს მოქალაქე, 2009 წლის 24 დეკემბრიდან, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ (ბრძანებულება N947), მოქალაქეობის არმქონე პირი - აპატრიდი..
|