„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი" - არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თავისუფალია
13-12-2018 21:43
1026
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ის დღეს რუსთავის სასამართლომ გაათავისუფლა.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი,“- ამბობს აბაზოვი.
რაც შეეხება მარალნი ჰამბავს მართალია

გემახსოვრებათ რაც იყო
მაგრამ მაინც მოდერმარომაკრძალაა
This post has been edited by SPLIYVI on 14 Dec 2018, 08:11