კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა.
ადამიანის ზნეობაზე და ღირსებაზეა დამოკიდებული ყველაფერი რა ოგორ იქნება მომავალში, რა წყობა იქნება და ვინ იქნება სათავეში.
ქართველმა ხალხმა ყველა ის მართველი დაიმსახურა რაც ჰყავდა, მეფეებიდან დაწყებული თანამედროვე მართველებით დამთავრებული.
ინდივიდუალურად არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, განწყობა და შექმნილი აურა ცვლის ყველაფერს ავტომატურ რეჟიმში.
პ.ს. უძლიერესი და უმართლესი გამონათქვამია: ყველა ხალხი ზუსტად ისეთ მართველს იმსახურებს , როგორიც ყავთო
ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს ათასნი, თავისი ქცევით და განწყობით. ათასი ათასებს შეცვლის და მასე იქმნება საერთო ფონი.
ხოდა როგორი ფონიც იქმნება ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ვხედავთ, შესაბამისად ხელისუფლებაც სრულიად შესაბამისი გვყავს.
დღეს ლიბერალებიდან დაწყებული მამულიშვილით დამთავრებული ნებისმიერი რო დააყენო ხელისუფლებაში ზუსტად იგივეს გააკეთებს რასაც დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ ყველაფერი კანონზომიერად ხდება და ტყუილად ვიშვიშებთ ხოლმე.
ხელისუფლება არის თქვენი სარკე და სარკეში ყურებისას როდესაც გინება გინდებათ, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია.
საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ და დროთა განმავლობაში გაოცდებით, როგორ იცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი.
აი როდესაც სიბრაზე შეცოდებით ჩანაცვლდება, მერე შეიცვლება ბევრი რამე. უღირს და ბოროტ ადამიანზე კი არ უნდა გაბრაზდე, არამედ უნდა შეგეცოდოს, თუ ბრაზდები ესეიგი შენც დიდად არ ხარ განსხვავებული უბრალოდ ის სხვა პოზიციაში და შენ სხვაში, ეს არის და ეს.