უნიჭო დემაგოგია
26 მაის მომიტინგეებს უშუალოდ აღლუმის ტერიტორია ეკავათ და გვერდზე არ გადადიოდნენ. გუშინ კი უშუალოდ ინაუგურაციის ტერიტორია არავის ეკავა.
თუ ვინმე შიგნით შეჭრას და კანონის დარღვევას შეეცდებოდა, მერე ქოცებსაც ექნებოდათ ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება.
მაგრამ რეალურად რაც გააკეთეს ეს იყო დანაშაული. იმდროინდელ ნაცებსაც კი არ უკადრიათ, რომ თბილისისკენ მიმავალი გზები კამაზ-ტრაილერებით ჩაეხერგათ.
ეტყობა მაინცდამაინც ოჯახში უნდა შემოგივარდნენ და სახლის კარები უნდა ჩაგიხერგონ იმისთვის რომ რამე აქციაზე არ გახვიდე.
მერე შეიძლება მიხვდეთ გადაადგილების შეზღუდვა რომ დანაშაულია. მაგრამ პრინციპში მერეც იტყვით ნაცები უარესს აკეთებდნენო
სახლში რომ შემოგივარდნენ და ლოგინში მძიმარე ჩაგცხრილონ მაჩალიკაშვილივით, მერე რა. ნაცებმა მეტი ჩაცხრილეს.
ცოცხი რომ გაგემონ ბედუკაძემ და ფარცხალაძემ მერე რა, ნაცებმა მეტს აგემეს.
და ა.შ.
ასეთი მონის ლოგიკა რომ აქვს ბევრს, მაგიტომ ათათხავს ყველა მთავრობა ხალხს თავზე.
დღეს ბიძინა კანონს თავზე გახევს და იმით აპრავებს მიშას დროს უარესი იყოო.
გუშინ მიშა გახევდა კანონს თავზე და გეუბნებოდა შევარდნაძის დროს უარესი იყოოს.
გიშინ წინ შევარდნაძე გახევდა კანონს თავზე და გეუბნებოდა ზვიადის და სამოქალაქო ომის დროს უარესი იყოო.
ჰოდა სანამ კანონის თავზე გადახევას შეირგებ, არ გააპროტესტებ და იმით გააპრავებ ადრე უარესი იყოო, იქამდე მოგექცევიან როგორც მონას.
იმიტომ რომ მონის ხვედი ასეთია.
პ.ს. ეს კიდე
ტროლოლო-ს საყვარელი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას აპროტესტებდნენ.
ტრამპს რომ ეს ხალხი ქალაქში არ შეეშვა და ტრასები ჩაეხერგა ხო იცი რა ისტერიკასაც ატეხავდი :დ
This post has been edited by androabuladze on 17 Dec 2018, 09:16