#53947260 · 18 Dec 2018, 04:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა რაც აქაა გახსნილი ერთ ერთი ხაზია ოცნების პიარის.
ანუ იმდენად ცუდია სხვა უნდა გახდე ქოცი და აგერ ამობს იუზერი. ამაზე კი ვიცით ვინც იყო მაგრამ ვინც არ იცის
როგორც რეკლამებშია "მე ყველა კბილის პასტა გადავაგდე და ეხლა მხოლოდ ქოლგეითს ვხმარობ" იმას კი არ უსვავენ ხაზზს რომ ქოლგეითია კარგი სხვებს ჯობიაო რაა. და ამას ალაპარაკებენ მომხარებელს რომ მიმბაძველობითი ეფექტი ქონდეს, მარა დაძველდა ეს სარეკლამო მეთოდი..
სასაცილო რაღაცეებს სჩადის უკვე ოცნება და ორიენტირი აქვთ დაბალი დონის ამომრჩეველზე რომელიც სამწუხაროდ არც ისე ცოტაა. შეუძლიათ ვიღაცას მიახატონ ულვაშები და გაუშვან აი ვაშაძე.. შეუძლიათ ვიღაც მელოტი პოლიციელი გაასაღონ ნიკა მელიათ. შეუძლიათ რუსთავის 2 ის ლოგოზე დააწერონ რომ ჩატარდა კვლევა და დადგინა რომ რუსთავი 2 ის ინფორმაციის 79.5 % რუსთავი 2 ტყუილს ამბობს. არანაირი კვლევა ამ სურათს უკან არ უდევს უბრალოდ გაათვლაა ვიღაც ხომ დაიჯერებსო და რომ გგონია რომელი სულელი დაიჯერებს ამას მხოლოდ არ სურათითო, უცებ კომენტარებში წააწყდები "იცით რაა კვლევა არის ჩატარებული და რუსთავი 2 ის 79 პროცენტი ტყუილია". არადა ცოტა გონება თუ გაქვს და ლოგიკასთან კილომენტში მაინც ხარ, ძალიანაც რომ მოინდომოს რუსთავი 2 მა, ან სხვა ტელევიზიამ როგორ შეიძლება 79 პროცენტი ტყუილი თქვას. ჩვეულებრივი იუმორისტული ტელევიზიათ გადაიქცევა. მაშინ ფაქტებზე და დღის ნიუსებზე აღარაფერი უნდა თქვა არც ციტატებზე და უბრალოდ რაღაცეები მოიგონო 10 იდან 8 ტყუილი...
მე მომისმენია უცხოეთში წასული წარმატებული ქართველების აზრი და ხშირად მაქვს კიდეც კონტაქტი, რომლებსაც არც ნაცი ადარდებთ და არც ქოცი და თავისი პირადი კეთილდღეობა საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებლად აქვთ. არავისგან ბიძინას სიიბრძნეზე არ გამიგია, აქვთ აზრი რომ თუ ბიძინა კიდევ დარჩა მართვაში საქართველოს რამდენიმე თაობა იწვნევს იმ შეცდომებს თუ დანაშაულს რასაც ეს გაუნათლებელი კაცი სჩადის.
სულით ხორცამდე პატრიოტიც რომ იყოს და საქართველოს კეთილდღეობაზე მეტზე არაფერზე ფიქრობდეს, მაინც ვერ შეძლებსო ცოდნა არ აქვსო.
ბიზნეს წრეებში იცნობენ როგორც სპეკულიანტ ბიზნესმენს, რომელსაც აქვს კარგი ალღო და შეუძლია სარგებლის მიღება ისეთი რამეებიდან რასაც სხვა ვერ შეძლეობდაო. მაგრამ წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით არაა დიდი ინტელექტის პატრონიო.
This post has been edited by manuchari123456 on 18 Dec 2018, 04:37
|