მოკლედ ამ ბოლო დროს მიდის ტოტალური პროპაგანდა რომ ქართველები სუსტი, ბეჩავი და არაფრით გამორჩეული ხახლი ვართ. არადა ფაქტები სულ სხვა რამეს გვეუბნება, ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გენეტიკის პატრონები ვართ. ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ ჩამოთვილილი ხალხის ტიტულებს. ყველა მათგანი 2018 წელს გახდა ჩემპიონი, ასეთი დამთხვევა უბრალოდ არ არსეობობს. სასწაულია ეს 3 000 000 იანი ერი რამხელა ტიტანებს ვშობთ. ძალიან ცუდია რომ მათი პროპაგანდა არ მიდის საქართველოში. მათ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ქართველი ახალგაზრდები. თავად განსაჯეთ ვართ თუ არა ქართველები ფიზიკურად ერთერთი უძლიერესი ერი?
მაშ ასე იცნობდეთ მათ, ჩვენი დროის გმირებს:
ლაშა ტალახაძე, მძიმეწონოსანი ძალოსანი. მსოფლიოს სამ გზის და რიო 2016-ის ჩემპიონი. დამყარებული აქვს უამრავი რეკორდი.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი.
ლევან საგინაშვილი, მძიმეწონოსანი მკლავჭიდელი. მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონი.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ორივე ხელში.
ლევან გორგაძე "ტოჩინოშინი" სუმო.
2018 წლის იმპერატორის თასის გამარჯვებული
გენო პეტრიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა, მძიმეწონოსანი. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი.
გურამ თუშიშვილი, მძიმეწონოსანი ძიუდოისტი.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი.
ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მძიმეწონოსანი. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 2018 წლის მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა მოჭიდავედ.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 23 წლამდელებთა შორის.
გელა ზაალიშვილი, მძიმეწონოსანი ძიუდოისტი.
2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
This post has been edited by miishooo91 on 18 Dec 2018, 21:31