“ლაზიერის გამბიტს” (The Queen’s Gambit) უყურეთ? თუ არა, გირჩევთ, ახლავე ჩართოთ Netflix-ის ახალი მინი-სერიალი, რომელიც გამოგონილი მოჭადრაკის, ბეტ ჰარმონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
მეტსაც გეტყვით: სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ Google-ის საძიებო სისტემის სტატისტიკის თანახმად, ჭადრაკის სწავლის მსურველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.
სერიალი ჩვენთვის იმ კუთხითაცაა საინტერესო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, საუბარი ნონა გაფრინდაშვილის მიღწევებს შეეხება და თუკი ბოლო პერიოდში, საერთაშორისო გამოცემებში დაწერილი სტატიების რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლაზიერის გამბიტმა” ქართული საჭადრაკო ისტორია მსოფლიოსთვის აქტუალური გახადა.
ამჯერად, ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე The Washington Post-ში ისაუბრეს. ინა ლაზარევას სტატიაში ქართველი ქალი მოჭადრაკეების მიღწევებები და ახალი თაობის პერსპექტივებია განხილული.
იისფრად შეღებილ ოთახში 17 წლის კატო ფიფია თავის კომპიუტერთან ზის და მეტოქეებს ამარცხებს. ოთახის კედლებზე ლეგენდარული ბობი ფიშერის ფოტოს, ასევე არიანა გრანდესა და “სამეფო კარის თამაშების” პოსტერებს ვხედავთ.
ოქტომბერში ფიფია მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელშიც მონაწილეობას 37 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მისი მორიგი მიზანი? “საერთაშორისო დიდოსტატი მინდა გავხდე”, – ამბობს ის.
ათწლეულების განმავლობაში, პატარა საქართველო გლობალურ საჭადრაკო დაფაზე მაქსიმუმზე მაღალ შედეგს აჩვენებდა. ცივი ომის ეპოქაში, ქართველ ქალებს შორის, ეს გზა პირველად ნონა გაფრინდაშვილმა გაკაფა. გაფრინდაშვილსა და ბეტ ჰარმორს შორის კი, პარალელის გავლება შეიძლება.
ჩენი საამაყოები
https://www.live.ge/other/skhva-other/lazie...aQEFiouE27hcGzMდანარჩენი ლინკზეა