ika_n1
აპატრიდი

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 772
წევრი No.: 244179
რეგისტრ.: 15-July 18
|
#53976664 · 24 Dec 2018, 18:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beso1980
QUOTE (Beso1980 @ 24 Dec 2018, 17:41 ) | ika_n1
QUOTE | რაც შეეხება გაეროს კომისარიატს, არ ვიცოდი, მათ თუ შეეძლოთ დახმარება, არც ის ვიცი, როგორ მივმართო, ან სად.. ინტერნეტში შევეცდები ინფორმაციის მოძიებას.. იქნებ წაგვეშველოს კიდეც.. |
საიტზე არის საკონტაქტო მონაცემები და როგორც ისურვებ ისე დაუკავშირდი. ალბათ მაილის მიწერა ჯობია, შეგენახება დოკუმენტაციად. ასევე კარგი იქნება გადაიკითხო კითხვა პასუხები სანამ დაუკავშირდები. წარმატებები. https://www.unhcr.org/neu/7770-frequently-a...-questions.html |
მართლა გამიკვირდა, ადამიანური დამოკიდებულება რომ დავინახე თქვენ პოსტებში. ასეთი რამე იშვიათად ხდება. მადლობა.
გავეცნობი ინფორმაციას აუცილებლად..
შევედი საიტზე, კითხვებს გადავხედე.. ჩრდილოეთ ევროპის წარმომადგენლობებზეა საუბარი მგონი, არ ვიცი რუსეთიდან - რუსეთის სამხრეთიდან მათ უნდა მივწერო თუ არა. გავარკვევ, იქნება საიტზე ინფორმაცია..
ერთია, ეხლა, პირველი რაც აზრად მომივიდა, თუ მიპასუხეს, კავშირზე გამოვიდნენ და დახმარება გადაწყვიტეს, ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ალბათ წინმსწრებად უნდა გადაამოწმონ ქართულ და რუსულ მხარესთან, ლოგიკური მეჩვენება ასე, ხო და, ინფორმაციის გადამოწმება პრობლემა არ არის, პირიქით, კარგია, ასეთი ავტორიტეტული ჯგუფი თუ იქნება ჩვენ გვერდით, მაგრამ ამათ აქ რუსეთში არ ჩათვალონ, თითქოს პოლიტიკურ სარჩულს ვაბავ რუსეთიდან გასვლის სურვილს, ან რომ რაიმე პრეტენზია მაქვს საერთოდ, თორემ აზრზე მოსვლას ვერ მოვასწრებთ ისე გაგვიჩალიჩებენ რამეს..
ამდენი წელია აქ ვართ, 2010-2016 წლებში ლტოლვილის სტატუსი გვქონდა, 2016 წლიდან დღემდე დროებითი თავშესაფარი გვაქვს, პლუს მე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და, ამ დროის მანძილზე ერთხელ არ უკითხია საემიგრაციო და სოციალურ სამსახურს, თუ როგორ ვართ, დახმარება ხომ არ გვჭირდება რამე, თითქოს არ ვარსებობდეთ. ჩვენც არასდროს არავინ შეგვიწუხებია, იმის შიშით, რომ რამე შარში არ გაგვხვიონ.. ეგ კი არა, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ დაკვირვების ქვეშ არ ვიმყოფები დღემდე. ეგეც ცოტა მაშინებს..
მოვიფიქრებ რამეს..
ყველა შემთხვევაში მადლობა სასარგებლო ინფორმნაციისთვის და მადლობა ადამიანური დამოკიდებულებისთვის.. ნამდვილად ვაფასებ ამას.
...............................
გადავიკითხე უფრო დაკვირვებით და, მერვე პუნქტში იქ ჩრდილოეთ ევროპაში გადასვლის მსურველებზეა საუბარი, ვინც სხვა ქვეყანაში იმყოფება, როგორც დევნილი.. ჩვენი შემთხვევაა.. მადლობა..
This post has been edited by ika_n1 on 24 Dec 2018, 18:31
--------------------
გამარჯობა. მე ლევან გუდაძე გახლავართ, ჟურნალისტი, 2009 წლამდე საქართველოს მოქალაქე, 2009 წლის 24 დეკემბრიდან, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ (ბრძანებულება N947), მოქალაქეობის არმქონე პირი - აპატრიდი..
|