badrijanმეგობარო, ზუსტად ასევე შემიძლია დავწერო მე რომ ალბერტ აინშტაინი იყო გაზვიადებული პერსონა, იმიტომ რომ მე არაფერი გამეგება მისი საქმიანობისა, პროფესიისა და აღმოჩენებისა...
ერთია პირადად შენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მისი შემოქმედება, ამაში აბსოლუტურად თავისუფალი ხარ... მაგრამ უბრალოდ არ გესმოდეს ეს "ხელობა" და ლანძღავდე ადამიანს, ამბობდე რომ გაზვიადებულია მისი შემოქმედება და "საშინლად ხატავდა" ეს უბრალოდ შენ უმეცრებას უნდა დავაბრალოთ...
რადგან ამბობ რომ ჰოლანდიელებს გენიალური მხატვრები ყავდათ და ფიროსმანზე ამბობ "ასეთი ქალი სად გინახავთო"
გეკითხები: სად გინახავს იმ ზომის ვარსკლავები ვან გოგი რომ ხატავს, ან ლოგინზე დიდი სკამი ტილოდან "ჩემი ოთახი" ?
შევეცდები მოკლედ მოგიყვე როდესაც რემბრანტს და ვან დეიკს ახსენებ...
ფოტოაპარატის გამოგონებამდე მხატვრების ძირითადი ფუნქცია იყო რეალობა ზუსტად აესახათ ტილოზე, მას შემდეგ რაც ამის აუცილებლობა აღარ იყო, მხატვრები რომ არ გამხდარიყვნენ უფუნქციონი, გაჩნდა სხვა მრავალი მიმდინარეობა მხატვრობაში.
მოდერნიზმი, სიმბოლიზმი, სურეალიზმი, კუბიზმი, დადაიზმი, პოპარტი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი...
მე მაგალითად ყველაზე მეტად სურეალიზმი და ექსპრესიონიზმი მომწონს...
ამ მიმდინაორეობებში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება რეალობას და უფრო შინაგან სამყაროს და მის გადმოტანას ექცევა ყურადღება ტილოზე...
გსმენია ალბათ მოდილიანიზე, მუნკიზე, სალვადორ დალიზე, ვან გოგზე...
მაგრამ ვერსად გავექცევით რომ ასევე პრიმიტივიზმს...
შეიძლება მე და შენც შევძლოთ ასე დახატვა, ისევე როგორც პიკასოს სტილში, ესეიგი კუბიზმში მოღვაწეობაც ძალიან ადვილია, მაგრამ შენ რომ ნახო პიკასოს პირველი ეტაპის ტილოები, მიხვდები რომ ის მივიდა ამ დონემდე...
რთულია, მესმის, ამის ახსნა მხატვრობაში... მოდი მუსიკაში წარმოიდგინე, ყველა საშუალო დონის გიტარისტმა იცის ფინქ ფლოიდის "კედელის" დაკვრა, თავის მისამღერის ტექსტით მაინც მინიმუმ... უკრავენ ყველა ბარში სადაც ცოცხალი მუსიკაა და შეიძლება საკმაოდ ხარისხიანადაც კი, მაგრამ ეს ის არაა, იმიტომ რომ ამას არ მღერის სიდ ბარეტი, არ მღერის გილმორი, ვოტერსი... არა იმიტომ რომ მათ ისეთი ხმა აქვთ რომ სხვა ვერ იმღერებს, უბრალოდ იმიტომ რომ ეს მათი შემოქმედებაა, მათი აზრია, მათი ცხოვრებაა, მათი მიგნებაა, მათი ეპოქაა და პირველ რიგში მათი პროტესტია...
დღეს საშუალო დონის ამერიკულ კინოსტუდიას ბევრად უკეთესი ტექნიკა აქვს ვიდრე თავის დროზე ჰქონდა მაგალითად მიხეილ კალატოზიშვილს, მაგრამ ვერ აკეთებენ იმას რასაც მიშა და მისი ოპერატორი სერგეი ურუსევსკი აკეთებენ მაგალითად ფილმში "მე–კუბა" ჩართე უბრალოდ დაწყება მაინც და ალბათ მიხვდები რაზე მაქვს საუბარი...
ფიროსმანი ნამდვილად დიდი მხატვარია, მიუხედავად იმისა მოგწონს თუ არა შენ...
რომ ამბობ ასეთი ქალები სად ნახაო...
გალაკტიონი მოგწონს?
მთები აჭრელდა როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?
ჟირაფივით აჭრელებული მთები სად გინახავს?
ბინდებად გაქროლებული მატარებელი?
ხელოვნება ყოველთვის სუბიექტურია...
ქართველებს ნამდვილად ვერ დააბრალებ ფიროსმანის "გაპიარებას"
რომ არა ძმები კირილ და ილია ზდანევიჩები საერთოდ არ გვეცოდინებოდა ვინ იყო ნიკალა...
ისე, რომ იცოდე ფიროსმანის გამოფენა საქართველოში უფრო ნაკლებად ტარდება ვიდრე უცხოეთში...
ესაც ქართველებმა ჩავაწყეთ?
აგერ ორი თვის წინ ალბერტინას მუზეუმში გამოფინეს ფიროსმანი, იცი ვისთან ერთად? ერთ კლოდ მონესთან და პიკასოსთან ერთად.
შენ ფიქრობ რომ ეს ვინმე ქართველმა ჩააწყო?
მოკლედ ნიკო ფიროსმანი მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი მხატვარია, ერთ ერთი ფუძემდებელია პრიმიტივიზმის, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შეიქმნა.
ფიროსმანი ხატავდა შავ ტილოებზე, რადგან დაეზოგა საღებავების ფული.
ფიროსმანის ზედმეტსახელი იყო "გრაფი" რადგან უყვარდა ძალიან ლამაზად ჩაცმა.
ფიროსმანი მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, პიკასოს დახატული ყავს ფიროსმანი, შეგიძლია მოიძიო.
ფიროსმანზე სპექტაკლი აქვს დადგმული მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს რეჟისორს ეიმუნტას ნეკროშიუსს.
წიგნი აქვს დაწერილი პაუსტოვსკის.
ფიროსმანის ტილოები მილიონზე მეტადაა შეფასებული, ერთ–ერთი მისი ტილო "ქალი ლეჩაქით" სოტბის აუქციონზე 2 800 000 ფუნტად გაიყიდა.
ხოდა მე მესმის მეგობარო რომ რაღაც ახალი სტილია, გინდა მოდა, გინდა ტრენდი, საკუთარი ერის ლანძღვა და დაკნინება, მაგრამ როგორც ფიროსმანი იტყოდა (ანდა მას აწერენ) "მეხატებოდა და ვხატავდი"
შენი ლანძღვით ფიროსმანს ვერაფერს დააკლებ და სჯობს დააფასო ერთი საწყალი, უბედური თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება სიყვარულს შესწირა, უჩუმრად თავისთვის მოკვდა კიბის ქვეშ და დღეს თუ შენ ვინმე გიცნობს მსოფლიოში როგორც ქართველს, სადღაც ნიკალას დამსახურებაცაა.
ამიტომ, გირჩევ... ცინიზმს არავისთვის არაფერი ჯერ კარგი არ მოუტანია, ადვილია სხვილი ლანძღვა, მესმის რომ წამიერად შენ ეს სხვებისგან გამორჩეულს გხდის და გამაღლებს როგორც მასებზე მაღლა მდგომ ინდივიდს, მაგრამ სჯობს შენ თვითონ იყო შემომქმედი, იმაზე უფრო მეტი იფიქრო შენ რას აკეთებ ან რა შეიძლება გააკეთო ისეთი რომ ხალხმა შენგან შექმნას, როგორც შენ ამბობ ფიროსმანზე "ვიღაც დიადი, ყველაზე მაგარი"
პ.ს.
ირემს რომ ადამიანის თვალი დაუხატა, აი ეს არის ფიროსმანი...
თუმცა ამას ალბათ ვერ გაიგებ...
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare