t-90ეს კლავიატურაზე "წავაჟკაცება" ახალი მოდაა როცა არგუმენტები არ გყოფნის?
ზრდილობიანად შემოვედი დისკუსიაში თუ სხვანაირად გინდა გაგრძელება ეგეც არ არის პრობლემა...
მე მამუნათებ აფხაზეთით "გარისკვაზე", რაც ჩემს ოჯახს იქ აქვს დაკარგული?
"კონტარგუმენეტებს" რაც ეხება
1. რა თქმა უნდა რუსეთის ეკლესიას და უშიშროებას ყურებით ჰყავს დაჭერილი ჩვენი მაღალი იერარქების ნაწილი, ეს არის ფაქტი, თუმცა სინოდში რა თქმა უნდა არიან წიგნიერი და ობიექტური ეპისკოპოსებიც, მაგალითად მეუფე საბა, ზენონი, დოსითეოსი...მეუფე საბა პირდაპირ ამბობს 27 დეკემბერის სინოდის სხდომის წინ:
ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო!
შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, გადასცემს ,,ტომოსს” ავტოკეფალიის აღიარებას.
გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ვესწრები 27 დეკემბერს დაგეგმილ წმ. სინოდის კრებას. ამიტომ, ვაცხადებ საჯაროდ: ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას.
სიყვარულით ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ...
2. აბსოლუტური ტყუილია რომ თურმე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო "აფხაზეთის ეკლესიის" გადაცემას ითხოვდა, თან "ორჯერ", ეს არის წმინდა წყლის რუსული დეზინფორმაცია..ზემოთ უკვე ავხსენი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს არაკანონიკური საეკლესიო ერთეული რომ ავტოკეფალია მიიღოს..დამატებით რაიმე გარანტიაზე თუ არის საუბარი, ასეთი შეიძლება გახდეს პატრიარქების ბართლომეოსის და ილიას პირისპირ შეხვედრა...ან ორი სინოდის დიდი დელეგაციების შეხვედრა, რასაც პირველ რიგში აქაური და მოსკალი პრავასლავნიკები ეწინააღდეგებიან
დოროფეი დბარს რა შეეხება...მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაიძვერა და საშიში ტიპია...და საკმაოდ ჭკვიანიც
ჩემი აზრით აფხაზთა "საეკლესიო ელიტა" ცდილობს წაუგებელი კომბინაციაა გაათამაშოს, ეს ე.წ განხეთქილება "აფხაზთა ეკლესიაში" ერთის მხრივ "ავტოკეფალისტებს", რომლებიც კონსტანტინოპოლს მოუწოდებენ გვაღიარეო და მეორეს მხრივ, პრორუსებს შორის, რომლებიც აღიარებისთვის რუსეთის ეკლესიას მიმართავენ არის დიდი ფარსი..წინასწარ დაგეგმილი სცენარი...მათი საერთო მიზანია ნებისმიერი ფორმით საქართველოს ეკლესიას დააღწიონ თავი..ამ გადასახედიდან საკმაოდ ჭკვიანურად ჩანს მათი მოქმედებები...სულაც არ გამოვრიცხავ ეს მოქმედებები კოორდინირებული იყოს რუსეთის ეკლესიის და ფსბ-ს მიერ...
რატო ვფიქრობ ასე...დბარმა მოსკოვის სასულიერო სემინარია, შემდეგ აკადემია დაამთავრა...იყო მონაზონი ადიღეში, დაბრუნდა აფხაზეთში, კამანის მონასტერი ჩაიბარა, გადავიდა ახალი ათონის მონასტერში და იქ გახსნა სასულიერო სასწავლებელი, იყო რექტორი...რუსეთის ეკლესიის სახელით ნათლავდა აფხაზებს მთელი აფხაზეთის მასშტაბით...ახალი ათონის სასწავლებლიდან 50-მდე სემინარიელი გააგზავნა მოსკოვში და იქედან რამდენიმე მღვდლად დაბრუნდა..
რუსეთის ეკლესიასთან ასეთი დაახლოებული ადამიანი უცებ იწყებს ბრძოლას ბესარიონ აპლიასთან და გადადის ელადის ეკლესიის დაქვემდებარებაში
აბარებს არისტოტელეს უნივერსიტეტში სალონიკში, სწავლობს ბერძნულს, ინგლისურს, ფრანგულს, ამთავრებს ასპირანტურას, იცავს სადოქტოროს...ხდება არქიმანდრიტი...
საინტერესოა, რომ ამ წლებში 2007-2011 ის კვლავ რჩება რუსეთის ეკლესიის კლირიკოსად..რუსები ჯერ აძლევენ ერთწლიან სასჯელს (განკვეთას), შემდეგ 3 წლიანს

როდის განკვეთა ის რუსეთის ეკლესიამ? როცა 2011 წელს სოხუმში აარსებს "აფხაზეთის სამიტროპოლიტოს" და აცხადებს რომ ეს მსოფლიო საპატრიარქოს "პროექტია"..2012 წელს კი ამ აზრის "განსამტკიცებლად" ხვდება ბართლომეოსს...ამ დროს იქეთა მხარეს, ამ შეხვედრას "გმობს" აპლია და დედა რუსეთის ეკლესიისადმი ცრემლებს ღვრის

კანინიკური თვალსაზრისით იდეალური სცენარია, რაც ძაან რთულ სიტუაციაში აგდებს საქართველოს ეკლესიას...
რატო ვფიქრობ რომ დღემდე რუსების მიერ იმართება? 1. რუსეთის ფსბ უბრალოდ არ დაუშვებს კონსტანტინოპილის პროექტს აფხაზეთში თუ ეს პროცესი მართული არ არის და მის ინტერესებში არ შედის...წინააღდეგ შემთხვევაში დბარს, ანპარს, სარსანიას და სხვებს, თითებზე ჩამოსათვლელ ტიპებს აწევდნენ ჰაერში...ნებისმიერ დროს..დბარი არც მალავს, რომ "აფხაზეთის ეკლესია" ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება მას მოსკოვი სცნობს თუ კონსტანტინოპოლი

...თუმცა, კონსტანტინოპოლის შემთხვევაში უფრო სასურველს ასაღებს რეალობად, 2012 წლის "გაცნობითი შეხვედრის" შემდეგ..იგი მსოფლიო პატრიარქთან ვეღარ ხვდება...თუმცა მიზანმიმართულად აგრძელებს მტკიცებას რომ ბართლომეოსის "პროექტია"...
რაც შეეხება თუ რატო შეხვდა ბართლომეოსი აფხაზ "რასკოლნიკებს"...მსოფლიო პატრიარქსაც თავისი ინტერესები აქვს ბუნებრივია, იგი არ არის ჩვენი "მეგობარი", როცა საქართველოს ეკლესიას ცალსახად პრორუსული პოზიცია უჭირავს (მით უმეტესს 2012-ში, შემდეგ კრეტის კრების ბოიკოტის დროს) ისიც გაგრძნობინებს ვინ ვინ არის..
ან როცა ეკლესიის წიაღში აი ასეთი წმინდა "მამაოები გყავს"
http://geworld.ge/ru/%D0%BE%D1%82%D0%B5%D1...B2%D1%81%D0%B5/Отец Георгий (Размадзе): Величаемый Вселенским Патриархом мировой аферист выступает марионеткой в руках врагов православия რატოა გასაკვირი რო ბართლომეოსი დბარს შეხვდა? წარმოიდგინეთ, პატრიარქ ილია მეორეზე რო თქვას კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან მღვდელმსახურმა ილია მსოფლიო აფერისტიაო რა რეაქცია იქნებოდა აქ?...
This post has been edited by guriaaa on 26 Dec 2018, 01:35