"ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია..."
facebook.com 18:42
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, სანდო წყაროს მიერ მიწოდებულ; ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ხვალ ბიძნა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომას მოიწვევს და მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს
აბაშიძის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რა მინდოდა ამ ე.წ. ბედობაზე ვაკის პარკში?!.. საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგე დღემდე სანდო [ხვალ თუ დადასტურდა ეს ამბავი, ვაღიარებ, რომ მუდმივად იგი ყურადსაღებია] წყაროსგან [ვერ ვამჟღავნებ - Chatham House rules].
ხვალიდან, 'ნაპახმელიარზე', პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. "ნაღმი" საკმაოდ ბანალურია - კორუფციის თემა.
წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება "ქოცნებას".
სროლა დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა ამბავი: როგორც ამ ცნობილი ფილმის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ამბობს - When you have to shoot, shoot, don't talk! [როცა გიწევს გასროლა, ისროლე, ნუღარ ლაპარაკობ!] ხვალ, წესით, ივანიშვილი დასწრებაზე ითამაშებს.
ძალიან შოკირებული ვარ და იმედგაცრუებული. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან.
ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.
დაველოდოთ, ხვალინდელ სხდომას როსტომ მეფის სასახლეში...
და დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ 'კომპრომატების ომს'...
P.S. წავედი ახლა, მივხედავ უცხოელ სტუმრებს", - წერს აბაშიძე.
27 დეკემბერს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერელუმრა დირექტორმა ნიკა გვარმიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:
"თუ ბიძინას მტრისთვის სასამრთლოში საქმის დასალაგებლად ფულს იღებ, მერე მეორე კლანთან წააგებ, საქმეს ვერ მოაგვარებ და ფული უკან დასაბრუნებელი გაგიხდება და ამას ბიძინა გაგიგებს, კომიტეტის თავმჯდომარეობას უკან მოგატოვებინებსო. ძველი კი არა და, გრძელი ქართული ანდაზა."
https://digest.pia.ge/post/241226--xval-biz...IoFQ6maOrR-JjTs
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3