#54047932 · 10 Jan 2019, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბესელიას თავისი გრეხები აქვს მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე სხვა რიგით ქოცებს. ფულს შოულობს ყველა და ფულს შოულობდა კნეინა ეკაც. ყველას კიდია ქვეყანა, ეკიდა ამასაც. აქ მთავარი სხვაა, მთავარი ისაა რომ ბიძინა,ჩვენი მამამარჩენალი და ბოლო სიტყვის მთქმელი აღმოჩნდა კაცი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ალღო არ გააჩნია, ფსონს მოცემულ მომენტში ყოველთვის არასწორ მხარეზე დებს. არჩევნების წინ დაიცვა სესიაშვილი და ფარცხალაძე, მეეხნა გამჩენი. ეგონა ისე ვილაპარაკე დავგლიჯე ყველაფერიო. ახლაც ბესელიას დაარტყა და მურუსიძე, კობახიძე და მდინარაძის მხარეს დადგა, ისევ წაიტეხავს კისერს. ბესელკამ ჭკუაში აჯობა სერიოზულად, იცოდა რა რო მოსაქისტი იყო ისეთ დროს და ისეთი მიზეზით გაითამაშა წასვლა რომ მტკიცების ტვირთი აქეთ აკიდა ბიძოს. ბიძოს რატომღაც დღემდე ჰგონია რომ ოღონდაც მისი ბაგეებიდან რამე ამოვიდეს და ხალხი აპრიორი მას დაუჯერებს და მის მხარეს დადგება. არადა უკვე იმ ფაზაშია როცა ხალხს ლიდერი არათუ გადაუყვარდა, უკვე ეზიზღება კიდეც (გაიხსენეთ ჩვენი ყველა ლიდერი მოღვაწეობის დასაწყისში და მის ბოლოს). ტაკ ჩტო 2020-ში ეს ბალამუტი უნდა მორჩეს, ამომრჩეველმა უნდა გაისიგრძეგანოს ნაცის, ვითომ არანაცის და ქოცის გარდა ნებისმიერი (ნუ თლა შალიკო და მიხეილ-გელა არა))))
|