#53998757 · 29 Dec 2018, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრჯერ დაწერილა და როგორც ჩანს კვლავ და კვლავ ცდილობენ მავანნი, რომ განტევების ვაცს მიაგნოს და ბრალი წაუყენოს იმ სისტემურ დანაშაულობებში, რომელიც ვაცს არ შეუქმნია და არ დაუკანონებია --- საზოგადო მართვების არამართლზომიერ ნორმად.
როდისაა მართებული გამოთქმები: რაც ერი ისიც ბერიო და როდისაა მართებული --- რაც ბერი ისიც ერიო.... როდისაა პასუხისმგებელი ერი ბერზედ და როდისაა ბერი ერზედ?
რა მეთოდი.და.საშუალებები გააჩნია ერს უვარგის ბერთა ასალაგმავად და რა ძალუძთ ავ-კარგ ბერებს, რომლებსაც მინდობილი აქვთ საზოგადო მართვის ბერკეტები?
ბერი, ანუ სათავე-თავი მართავს სისტემას ისევე, როგორც ადამიანის თავი დანარჩენ სხეულს და თუ ეს თავი ბოროტმოქმედია --- მუდმივად ეცდება-ცდილობს შექმნას თავისი ინტერესების გამტარებელი მართვის სისტემა, რათა უკვე სისტემური კანონებით განახორციელოს თავისი მიზნები და სურვილები.
ასეთი ტიპის სისტემა იძულებით იმონებს ამ სისტემაში მოხვედრილ ,,ჭანჭიკებს" უმაღლესი იერარქიის ჩათვლით.
ერთი წვეთი კუპრი --- წაახდენს თუ არა. მთელ კარს თაფლს, ანდაც ზედაშით სავსე ქვევრი წაიბილწება თუ არა შიგ ჩაფურთხებით?
საწამლავებიც არსებობს, რომელთა მცირე რაოდენობაც კი წამლავს და მომაკვდინებელს ხდის უზარმაზარი მასის,ოდენობის წყალს და ამას მითოლოგიურად წყაროს თავში მჯდომი შხამმდინარე გველეშაპი, იგივ თავი-ბერი ჰქვია და ყოველგვარი მცდელობანი წყაროს დაწმენდისა ქვემოდან --- ამაოა და გამოსავალი მხოლოდ ამ გველეშაპის დაუყონებლივი მოცილებაა ამ წყაროს სათავიდან.
ერი თუ დათითოებულია და იგი არაა საზოგადო ერთობის იდეა-იდეოლოგიით გაერთიანებული ბირთვი --- მას იოლად მართავს სათავეებში მყოფი უმცირესობა, რომელიც დათითოებულისათვის მრავალს წარმოადგენს, რადგან ეს უმცირესობა ერთისათვის ---დიდი უმრავლესობაა სისტემურად.
ას მილიონიან ქვეყანაშიც თუ საზოგადოება დათითოებულია --- ერთი პერსონა დაიმონებს მათ სისტემის მსახურმა მცირე ჯგუფითაც კი.
საზოგადოება თუ შედგება ფრიად კეთილშობილური ადამიანებისგან, მაგრამ მათ არა აქვთ საზოგადო ერთობა და ორგანიზებული ურთიერთთანადგომის უნარი --- ასეთს იოლად მოერევა სისტემის მსახურთა უმცირესი ჯგუფიც კი და მშველელიც არ ეყოლება თავისივე სიმარტოვის დამსახურებით....
ბოროტებამაც იცის, რომ ძალა ერთობაშია და თუნდაც ყბადაღებული უმცირესობების წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანი სავალალო უმცირესობაში აღმოჩნდება ამ ვითომდა მოძალადე უმცირესობებად წოდებულებთან დაპირისპირებისას.
არსებული სისტემა იმართება უმარტივესი ლოგიკით და არითმეტიკულით: გათიშე და იბატონე!
რა არის ერის დანაშაული მსგავს შემთხვევებში? სწორედ გათიშულობა და საზოგადო ვერშედგომა...სამოქალაქო საზოგადოებად და მოუწევს-უწევს მხოლოდ რადიკალური ქმედებების იმედად ყოფნა, რაც ისევ და ისევ მხოლოდ სპონტანური საზოგადო ქმედებებით მიიღწევა უვარგის და ბოროტ თავთა ყრით და ღირსეულთათვის განკუთვნილ ელიტარული იერარქიებიდან მოკვეთილი, რომელიც უკავიათ ცრუ და უსამართლო უმცირესობის სატანური სისტემით...
ერის დამდანაშაულებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ერი შემდგარია თუ არა და თუ იგი შემდგარია ---იგი უმალ დაამხობს ანტიადამიანურ სისტემას ---ღვთაებრივთან წილნაყარი ადამიანური სისტემით!
და ასე.შემდეგ... იქამდე ,--- სანამდის არ ახსნით აპოკალიფსური სიკვდილის მყრალი ტბის მნიშვნელობას და მისი გარდაუვალობა ღვთაებრივი განჩინებაა,თუ სატანური? სატანური ცნობილია.
და რა არის, რას ნიშნავს ღვთაებრივი სასჯელნი --- ,,სატანურზე შურისძიება განკითხვითურთ?" და მანამდე სატანის დატყვევება ათასი წლით რას ნიშნავს და რას მოასწავებს იგი---საბოლოო განკითხვამდის? იყო უკვე ეს ათასწლეული, თუ.დადგომადია? წუთი-სოფელის მთავარი ამჟამად ვინაა მორწმუნეო დიდო უმრავლესობავ? სარწმუნოებაში როგორ ხართ ერთიანნი --- საეროში დათითოებულნო? რატომ იტყუებთ თავებს?
|