რო გაჰყვირიხართ უნდა გაძვირდეს მანქანებიო, კაცო, მანქანა ფუფუნების საგანი კაი ხანია აღარაა, პირველადი საჭიროების საგანია და მაგ ლოგიკით ბარემ პურიც და დენიც გააძვირეთო იყვირეთ-იძახეთ ხშირ-ხშირად და იყავით მასთე მშიერნი და სიბნელეში, გარდა კაიმაყუთიანი ჯიპიან-ღიპიანი ბიძოებისა...

აგერ პარიზსა ყვითელჟილეტიანებმა გადაუარეს საწვავის მცირედ მომატებაზეც კი და აქ კიდევ განბაჟების გამიშხუთმაგებას ითხოვენ ყოვლად უაპელაციოდ...

მოკლედ, თუ გაძვირებაა, ძაან მოშნად გაძვირდეს უნდა მართლაც ფუფუნების საგანნი _ პრადოჯიპნი და ძმანი-დანი მათნი, ავტობუსისხელა გომბეშოები, მთელ ქუჩას და 2 საპარკინგე ადგილს რომ იკავებენ ხოლმე და კიდევ ვერ ეტევიან, ხალხის ჩვეულ მოკვდავ მანქანებს კი შეეშვით და მალევე იგრძნობს საცობთაგან შვებას დედაქალაქი...

ხოლო ამასთანავე ტაქსი და მარშრუტკა თუ 30%-ით მაინც შემცირდება, და დისტრიბუცია დღისით აიკრძალება, ასეთი თემები გარდაუვლად ჩაჰბარდება ისტორიულ სატრანსპორტო მატიანეს ვაშას ძახილით...
This post has been edited by kodeqsi on 31 Dec 2018, 03:14
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...