შსს-ს თანამშრომლებმა მოხუცის
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 50 წლის ქალი დაკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა, მეპატრონესთან მორიგი სტუმრობის დროს ოქროს ნივთის მოპარვა სცადა, რაც ბინის პატრონმა შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა 74 წლის ქალს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბინის პატრონი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღაიარებს.
გამოძიება განხრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
http://rustavi2.ge/ka/news/12233274-წლის ლილი დათუნაშვილი ექიმ-ლაბორანტად ჯუმბერ გოგიაშვილის სამშობიარო კლინიკაში მუშაობდა. მან სამუშაო კაბინეტი გუშინ დატოვა, თუმცა დღეს სამსახურში აღარ გამოჩენილა.
ის დღეს თანამშრომლებმა მოიკითხეს, მაგრამ ტელეფონზე არ პასუხობდა. ქალბატონი ლილი არ პასუხობდა ასევე შვილის სატელეფონო ზარს. გორში დაბრუნებისას კი, შვილს ბინაში საშინელი სიტუაცია დახვდა. დედას თავი ჰქონდა გატეხილი, ხოლო ოთახში მკვლელობის სხვა გარემოებებიც აშკარა იყო.
ლილი დათუნაშვილი საახალწლოდაც ემზადებოდა. მეზობლებმა ორი დღის წინ ბაზარში ნახეს - ნიგოზს ყიდულობდა.
გორის შს სამმართველოს გამომძიებლებმა გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ძაღლიც მიიყვანეს.
https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/arti...AKp_8RLSSNfNkdo