არასამთავროები არ ვიცი მაგრამ წულუკიანს აქვს წაყენებული სამი წლის წინ და თან გირგვლიანის საქმის ყველა მოსამართლესთვის

:
"მინდა მივესალმო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბატონი ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა წარვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოეჭრა ყელი.
დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა. მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან", -განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ამ მოსამართლეებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ.
"ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს თანამებორძოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარჩვევები არ გააჩნიათ", -განაცხადა წულუკიანმა.
პ.ს. თუმცა გირგვლიანის საქმის მოსამართლეებში წულუკიანისათვის მურუსიძე როგორც ჩანს აღარ შედის

პ.პ.ს. პროცესის დეტალებს კარგად არ ვიცნობ მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით მურუსიძეს გირგვლიანის საქმეში მართლაც ძნელია რაიმე დანაშაული დასწამო მითუმეტეს დაუმტკიცო - რომ არა მელნიკოვის ჩვენება (რომელიც სერიოზული ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული) სუფრის წევრებსა და უშუალო მოძალადეებს შორის კავშირის დამტკიცება შეუძლებელი იქნებოდა ობიექტურად... სხვა მხრივ დამნაშავეები დაისაჯნენ მეტ-ნაკლებად ადექვატურად.
This post has been edited by badriany on 29 Dec 2018, 22:13
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)