#54011734 · 2 Jan 2019, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული ჰედონისტური იდენტობა მოითხოვს, რომ 3 კვირა იქეიფო და მერე უფუნქციო იყო მომდევნო რამდენიმე კვირა. ექიმთან ვერ წახვიდე, ოჯახს ვერაფერი შესძინო - "ახალმა წელმა დიდი ფული წაიღო...". არადა, დასვენების დღეები აქაც 2 დღეა და მერე 7 იანვარი. 3 იანვრიდან ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი იწყება ჩემთვის და ძალიან ბევრი დასაქმებული ქართველისთვის, დიდად არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან. რუსთაველზე ზიზილ-პიპილა ნათურები კი დიდი არაფერი მიღწევაა ამ ჩამჟავებული ქალაქისთვის, რომლის ერთი დიდი ნაწილი სრულად იგნორირებულია და გეტოს ჰგავს, მეორე, ვითომ ელიტური ნაწილი კი გაურკვეველი და კიტჩური არქიტექტურის მიქსია. ისეთი საცობი იყო 1 იანვარს რუსთაველზე, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანების თანხლებით, რომ 7 წლის ბავშვსაც კი მობეზრდა - "მალე წავალთ სახლშიო?".
--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
|